ბექა დავითულიანი - დეოლიგარქიზაციის კანონზე ვიმუშავებთ, კანონი იქნება ზოგადი, ვინც ჩაჯდება ამ ჩარჩოებში, მას შეეხება - ივანიშვილი ოლიგარქი არ არის და ამ ჩარჩოებში არ ჩაჯდება

დეოლიგარქიზაციის კანონზე ვიმუშავებთ, კანონი იქნება ზოგადი, შექმნის ჩარჩოებს და კრიტერიუმებს და ვინც ჩაჯდება ამ ჩარჩოებში, მას შეეხება, ივანიშვილი ოლიგარქი არ არის და ჩემი აზრით, ამ ჩარჩოებში არ ჩაჯდება,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, კანონში კონკრეტული პირის სახელი და გვარი არ იწერება, ხოლო ივანიშვილის ოლიგარქობის დამადასტურებელი რაიმე საბუთი არ არსებობს.

"დეოლიგარქიზაცია არის ძალიან ზოგადი ტერმინი. თუმცა, მაგალითად, უკრაინას აქვს კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დაახლოებით, 100 მილიონ დოლარზე მეტს ფლობს, აფინანსებს პოლიტიკურ ჯგუფებს ან რაიმე გზით ზეგავლენას ახდენს ამ პოლიტიკურ ჯგუფებზე ძირითადად ფინანსური წყაროებით, აქვს მედია ან მონოპოლია ბაზრის რომელიმე სეგმენტზე - ამ 4 კრიტერიუმით განისაზღვრება ვის ჰქვია ოლიგარქი და მას გარკვეული შეზღუდვები უწესდება. ამ კანონზე გვიწერია მოთხოვნებში, ვიმუშავებთ და ვის შეეხება და ვის არა, ვნახავთ. კანონში ერთი ადამიანის სახელი და გვარი არ იწერება, ეს ერთი, მეორე - ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქობის დამადასტურებელი რაიმე საბუთი არ არსებობს, მესამე - კანონი იქნება ზოგადი, შექმნის ჩარჩოებს და კრიტერიუმებს და ვინც ჩაჯდება ამ ჩარჩოებში მას შეეხება, სახელს და გვარს კანონთან შეხება არ აქვს, ივანიშვილი ოლიგარქი არ არის და ამიტომ ჩემი აზრით, არ ჩაჯდება, არც ბაზარის რომელიმე სეგმენტზე უჭირავს დომინანტური წილი, არც ვინმეს აფინანსებს და ა.შ,"- განაცხადა დავითულიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო