„შინ ევროპისკენ“ - „ინტერპრესნიუსის“ ფოტორეპორტაჟი

„შინ ევროპისკენ“ - ასე ერქვა აქციას, რომელიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან გუშინ გაიმართა.

თბილისში მცხოვრებლები დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე იმის სადემონსტრაციოდ გავიდნენ, რომ საქართველოს ერთადერთი არჩევანი ევროპა და ევროპული გზით სვლაა. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, შეკრების მიზანი აღნიშნული იდეის გარშემო საზოგადოების კონსოლიდაციის ჩვენება იყო როგორც ევროპელი პარტნიორებისთვის, ისე საქართველოს ხელისუფლებისთვის.

რუსთაველის გამზირზე საკუთარი ევროპული გაწყობა თბილისის ათიათასობით მცხოვრებმა დააფიქსირა, ისე როგორც, პარალელურ რეჟიმში, იგივე სახელწოდების აქცია გაიმართა საქართველოს სხვა არაერთ ქალაქში.

აქციას „ინტერპრესნიუსის“ რამდენიმე გადამღები ჯგუფი აშუქებდა. გთავაზობთ სააგენტოს ფოტორეპორტიორების: გიორგი ჟამერაშვილის, გიორგი ნიკოლიშვილისა და ვანო გორგიშვილის მიერ მომზადებულ ფოტორეპორტაჟს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს