ირაკლი ზარქუა - მთელი საზოგადოება, მათ შორის, ჩვენი მომხრეებიც, სხვა პარტიების მომხრეებიც იყვნენ გაერთიანებული ერთი მოთხოვნით - „ევროპაში", „ევროპისკენ წინ", მეც ამ სულისკვეთებას ვუერთდები

მთელი საზოგადოება, მათ შორის, ჩვენი მომხრეებიც, სხვა პარტიების მომხრეებიც იყვნენ გაერთიანებული ერთი მოთხოვნით - „ევროპაში", "ევროპისკენ წინ", მეც ამ სულისკვეთებას ვუერთდები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, აქცია „ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებული იყო და „რევოლუციური მოწოდებები ბოლოს ეტყობა მაინც გამოეპარათ".

„გუშინდელი აქცია ორგანიზებული იყო „ნაციონალური მოძრაობისა" და „სირცხვილიას“ მიერ. თავიდან მეც მეგონა, რომ დამოუკიდებელი ორგანიზატორები ჰყავდა, თუმცა, როცა ჩართვა ვნახე „ნაციონალური მოძრაობის" ლობისტების, მერე უკვე მივხვდი და ბოლოს რევოლუციური მოწოდებები ეტყობა მაინც გამოეპარათ. რასაც ვაკვირდებოდი, ერთსულოვნება იყო, განსხვავებული ორიენტაციის, მრწამსის ადამიანები იყვნენ აქციაზე წარმოდგენილნი. ევროკავშირს მინდა ვუთხრა, მიუხედავად იმისა, რომ გუშინ იყო ბევრი ხალხი, გაცილებით მეტია მოსახლეონა, რომლის სურვილიც არის, რომ ევროინტეგრაციის გზაზე შეუფერხებლად ვიაროთ. მინდა ვთქვა, ხაზგასმით, რომ გუშინ იყო მცდელობა პატიმარ სააკაშვილის თუ სხვა მსჯავრდებულების ბანერები წარმოედგინათ და ამის აღკვეთა მოხდა. მცდელობა იყო, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელთ ეგდო მიკროფონი, თუმცა, არ დაუშვეს სტუდენტებმა და მადლობა მათ ამისთვის. არც ერთი სიტყვა არ იყო გახმოვანებული სააკაშვილზე და „ნაცმოძრაობის“ ინტერესების შემცველი, ამიტომაც იყო, რომ მთელი საზოგადოება, მათ შორის, ჩვენი მომხრეებიც, სხვა პარტიების მომხრეებიც იყვნენ გაერთიანებულო ერთი მოთხოვნით „ევროპაში“, „ევროპისკენ წინ“, მეც ამ სულისკვეთებას ვუერთდები,"- განაცხადა ზარქუამ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია