ლევან ბერძენიშვილი - საქართველოს სირცხვილი, რომელსაც ჰქვია ბიძინა ივანიშვილი, უნდა მოვიშოროთ

საქართველოს სირცხვილი, ამოსული მუწუკი, რომელსაც ჰქვია ბიძინა ივანიშვილი, უნდა იქნას მოშორებული, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა ლევან ბერძენიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, როდესაც შეაფასა 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე გამართული აქცია „შინ ევროპისკენ“.

როგორც ლევან ბერძენიშვილმა აღნიშნა, 20 ივნისს, ევროინტეგრაციის მხარდასაჭერ აქციაზე საზოგადოებამ ბიძინა ივანიშვილს აჩვენა, რომ საქართველო არ დათმობს ევროპულ პერსპექტივას.

„ევროპული შეფასებით, რომელიც ყოველთვის 2-ზე უნდა გაამრავლო, იყო 60 000 კაცი. დღეს კი, „ალჯაზირა“, „ფრანს პრესი“, „ ლე მონდი“, „ბიბისი“ - საერთსორისო მედია იუწყება, რომ საქართველოს ნება პროდასავლურობისა არის უწყვეტი და ეს მოახდენს გავლენას.

ევროპა გვეუბნება, თქვენი ადგილი ჩვენთან არის, თქვენ გაქვთ პერსპექტივა, კანდიდატობის ნამდვილი შანსი ექვს თქვეში, ამისთვის კი, საჭიროა, რომ მიხედოთ თქვენს მთავრობას. ისინი ჩვენ დაგვეხმარებიან იმით, თუ გასცემენ სანქციებს არამხოლოდ ბიძინა ივანიშვილზე, არამედ მთელ ჩვენ ხელისუფლებაზე, რომელმაც დაანგრია ჩვენი ევროპული პერსპექტივა, მოატყუა შარლ მიშელი, დახია მისი ხელშეკრულება, გადააგდო მთელი ქართველი ხალხი, მსოფლიო“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისი თქმით, მიუხედავად ამისა, ქართველმა ხალხმა აჩვენა ძალიან ურყევი ნება, 20 ივნისის აქციას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

„ჩვენ ვიცით, რომ ეს ვერ იქნებოდა მხოლოდ ორგანიზების ამბავი, ეს არის ქართველი ხალხის ამბავი. როდესაც საქმე ეხება საგარეო მიმართულებას, რუსეთი თუ ევროპა, ევროკავშირი თუ ბიძინა ივანიშვილი - ქართველ ხალხს ყოველთვის აქვს სწორი არჩევანი. ქართველი ხალხი შეიძლება გააკრიტიკო მაგალითად, იმისათვის, რომ არჩევნებზე არ მიდის ან ერთი იდეის გამო მეორე იდეაში ვარდებიან ხოლმე, მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენ არ ვიცით, რუსეთთან გვინდა, თუ ევროპასთან, ჩვენი გაკრიტიკება არ შეიძლება. გუშინ „ალტ ინფომ“, ან რომელიმე მსგავსმა ჯგუფმა გაჭაჭანებაც კი ვერ გაბედა. ეს ყველაფერი არის ნიშანი, რაც უნდა გაიგოს ჩვენმა საზოგადოებამ. სად იყო ამ დროს, ირაკლი ღარიბაშვილი?ყატარში“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, რაც ისმოდა საქართველოს მიმართ ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციაში, ლევან ბერძენიშვილის შეფასებით, ეს არის მოთხოვნა იმისა, რომ „როგორღაც ჩამოაშოროთ ივანიშვილიო და როგორ გავაკეთებთ ამას, ეს გამოჩნდება იმის მიხედვით, იქ როგორ დაგვეხმარებიან. ჩვენ ამაში გვჭირდება დახმარება“.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს