ანა ნაცვლიშვილი - პრობლემას უნდა დაერქვას თავის სახელი - „ქართული ოცნების“ მხრიდან პრობლემის შეფუთვა, რაც შეიძლება იყოს დეოლიგარქიზაციის თაობაზე კანონის მიღება, ვერ იქნება გამოსავალი

პრობლემას უნდა დაერქვას თავის სახელი - „ქართული ოცნების“ მხრიდან პრობლემის შეფუთვა, რაც შეიძლება იყოს დეოლიგარქიზაციის თაობაზე კანონის მიღება, ვერ იქნება გამოსავალი, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებებს, რომ იმუშავებენ კანონმდებლობაზე, რომლის მიხედვით განისაზღვრება ვინ არის ოლიგარქი.

ნაცვლიშვილის განცხადებით, საკამათო რომ არ გახდეს ვინ იგულისხმება ოლიგარქში, შეუძლიათ ჩაიხედონ ევროპარლამენტის რეზოლუციაში.

„დეოლიგარქიზაციას რაც შეეხება, ჩვენ შეგვიძლია ჩავიხედოთ ევროპარლამენტის რეზოლუციაში საკამათო რომ არ გახდეს, ვინ და რა იგულისხმება ამაში, რეზოლუციაში წერია სიტყვა -სიტყვით, რომ საქართველოში არის ერთადერთი ოლიგარქი, ეს არის ივანიშვილი. დეოლიგარქიზაცია გულისხმობს ივანიშვილის რეალურ ჩამოშორებას ხელისუფლებიდან, რაც მან არ გააკეთა. შესაბამისად, პრობლემას უნდა დაერქვას თავის სახელი და პრობლემის შეფუთვა, რაც შეიძლება იყოს ახლა "ქართული ოცნების" მხრიდან ამ კანონის მიღების მცდელობა, ვერ იქნება გამოსავალი. ქართველ ხალხს სჭირდება ოლიგარქიისგან თავისუფალი ქვეყანა, ამას ამ ხელისუფლების პირობებში არანაირი პერსპექტივა არ ექნება, რადგან ეს ხელისუფლება 10 წელი ფლობდა ყველა სახელისუფლებო ბერკეტს, იყო პერიოდი, როცა ჰქონდათ საკონსტიტუციო უმრავლესობა და იმის ნაცვლად, რომ დაეცვათ საქართველოს სახელმწიფო ოლიგარქიული გავლენებისგან, ყველაფერი გააკეთეს, რომ სახელმწიფო ყოფილიყო მიტაცებული,"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს