დავით უსუფაშვილი - თუ ხელისუფლება ბრმა და ყრუ არ არის, უნდა დაინახოს და გაითვალისწინოს, რაც გუშინ, რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა ხალხმა თქვა!

თუ ხელისუფლება ბრმა და ყრუ არ არის, უნდა დაინახოს და გაითვალისწინოს, რაც გუშინ, რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა ხალხმა თქვა! - ამის შესახებ “ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

უსუფაშვილის თქმით, ყველა აქციის მომსწრეა, რაც 80-იანი წლებიდან მოყოლებული რუსთაველის გამზირზე ჩატარებულა, მაგრამ გუშინდელ აქცია სრულიად განსხვავებული იყო.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, გუშინ ნახა არა მხოლოდ აღტკინებული, არამედ დაღვინებული მოქალაქეები, ქვეყნის თანამფლობელები და ქვეყანაზე თანაპასუხისმგებლობის განცდის მქონენი.

„გუშინ საქართველოს მომავალი ვნახეთ, რადგან ქუჩაში იყო გამოსული არა მხოლოდ ძალიან, ძალიან ბევრი ადამიანი, არამედ საქართველოს ევროპული სტანდარტის მოქალაქეები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მთელი საღამო დავდიოდი, უამრავ ადამიანს ვესაუბრე და დავინახე მტკიცე და პრინციპული განწყობა იმის, რომ ჩვენს ქვეყანას თავად უნდა ვუპატრონოთ და გზაზე უნდა დავაყენოთ. ვინ შეისმენს ამ გზავნილს და ვინ - არა, ხალხს შეუძლია ის, რაც გუშინ გააკეთა. ახლა პოლიტიკოსებმა უნდა გავიაზროთ, რომ ვინც იყო შეკრებილი, ეს არ არის ოპოზიციის რესურსი, ეს არის სახელმწიფოს, ერის და ქვეყნის რესურსი. ბევრი ადამიანი აქციაზე მოსვლისგან თავს იკავებს, მაგრამ მათ მივმართავ: გავთავისუფლდეთ კომპლექსებისგან! ევროპაში ერთად გველოდებიან, ცალ-ცალკე არავინ მიგვიღებს. ამიტომ გვეუბნებიან, ერთად გააკეთეთ რაც გასაკეთებელიო. ესაა მთავარი გზავნილი, დანარჩენი ვინ ვის შეხვდება და სად რა პროტესტი იქნება, ესაა ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ დეტალები. მთავარია, ხალხის და ევროპის გზავნილი გავიგოთ. შანსს ვიტოვებთ, რომ იქნებ 24 ივნისს შევძლოთ, რომ სხვა ეტაპზე გადავიდეთ. ცხადია, მაშინ სხვა ამოცანები იქნება. მგონი, ორ-სამ დღეში უნდა ჩამოვყალიბდეთ, რა გეზს და რა გზას ვირჩევთ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს