მამუკა მდინარაძე - „ნაცების“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე, იმდენი "არანაცი" და ევროპული იდეის მომხრე მივიდა, რომ აქციის ორგანიზატორებს ბელადის ავტომატურად უარყოფა მოუწიათ და სააკაშვილი საერთოდ არ უხსენებიათ

გუშინ, „ნაცების“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე, იმდენი "არანაცი" და ევროპული იდეის მომხრე მივიდა, რომ აქციის ორგანიზატორებს თავისი ბელადის ავტომატურად უარყოფა მოუწიათ და საერთოდ არ უხსენებიათ მიხეილ სააკაშვილი, ეგ იყო, რაც დაგვრჩა გუშინდელი აქციიდან, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, გუშინ, აქციაზე მისულ ადამიანებს შორის იყვნენ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებიც და მათ ერთი რამ აერთიანებდათ, რომ დაფიქსირებულიყო ევროპის მიმართ მხარდაჭერა. მიუხედავად ამისა, ყველამ კარგად იცოდა, რომ ამ აქციის ორგანიზატორები იყვნენ "ნაცმოძრაობის" და მისი ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები, რომლებმაც მანიფესტის სახით ე.წ.ბაკურიანის გეგმა გაახმოვანეს.

"ეს იყო ბევრი პოლიტიკური შეხედულების, აბსოლუტურად აპოლიტიკური ადამიანებისგან შემდგარი, მათ შორის, "ნაცმოძრაობის" დღეს უკვე აღარ გაგიკვირდებათ და ჩვენი მომხრეებისგანაც შემდგარი აქცია, რომლებისთვისაც მთავარი მიზანი იყო, დაფიქსირებულიყო ევროპის მიმართ მხარდაჭერა, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცოდა, რომ ამ აქციის ორგანიზატორები იყვნენ "ნაცმოძრაობის" და მისი ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები, რომლებმაც ვერ მოითმინეს და ე.წ. მანიფესტის სახით ბოლოს მაინც გაახმოვანეს ბაკურიანის გეგმა და წალეკვით და დაუმორჩილებლობით დაემუქრნენ ამ ქვეყანას. კიდევ გავიმეორებ, წალეკვა და დაუმორჩილებლობა კი არ უნდა ახლა, უნდა შეთანხმება. ევროპა საქართველოს მომავალია. უნდა შევთანხმდეთ - ეს ქვეყანა არის „შავი ხვრელი“, თუ ეს ქვეყანა არის ევროპული დემოკრატიის სახელმწიფო, რომელსაც უპირატესად ეკუთვნის ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა," - განაცხადა მდინარაძემ.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა