რომან გოცირიძე - ერთხელ თუ მოხვდი სანქცირებულთა სიაში, ვერავინ ამოგაგდებს იქიდან, დამთავრდა ბიძინა ივანიშვილის მმართველობა, მოხვდა ევროკავშირის რეზოლუციაში - ვერავითარი კანონი ოლიგარქიის შესახებ ვერ იმუშავებს და არც არავინ დაგიჯერებთ

ერთხელ თუ მოხვდი სანქცირებულთა სიაში, ვერავინ ამოგაგდებს იქიდან, დამთავრდა ბიძინა ივანიშვილის მმართველობა, მოხვდა ევროკავშირის რეზოლუციაში - თქვენ მიერ მიღებული ვერავითარი კანონი ოლიგარქიის შესახებ ვერ იმუშავებს და არც არავინ დაგიჯერებთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, გოცირიძემ მმართველი გუნდის წევრებს მიმართა კითხვით, რატომ არ იღებს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით. გოცირიძის თქმით, ეს იქნებოდა ევროკავშირისთვის სიგნალი, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს დაუბრუნდნენ.

„24-მდე ხომ იყო ერთი კვირა, ხომ შეგეძლოთ რამდენიმე ნაბიჯი გადაგედგათ და დარჩენილი, თუნდაც 1%-იანი შანსი გამოგეყენებინათ? რატომ არ იღებთ კონსტიტუციას მეორე მოსმენით? ეს ხომ იქნებოდა სიგნალი, შეტყობინება ევროკავშირისადმი, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ვუბრუნდებით. რატომ არ იღებს ბუტაფორია პრეზიდენტი გადაწყვეტილებას პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებით, თავის ოფისში ჩაის სმა რომ მოაწყო და სხვადასხვა ადამიანს ეძახის. ის თავისთავად მართულია ივანიშვილის მიერ.

ერთი განცხადება მოგვასმენინეთ ან ერთი ნაბიჯი დაგვანახეთ. არა - არ გინდათ თქვენ. იმიტომ არ გინდათ, რომ ეს არ უნდა ბიძინა ივანიშვილს.

ასეთი ხუმრობით ნათქვამი არსებობს ბიუჯეტის ფლანგვასთან დაკავშირებით, საერთაშორისო მეტაფორაა - ერთხელ თუ მოხვდი ბიუჯეტის ხარჯებში, ვერავინ ვერ ამოგაგდებს იქიდან. ერთხელ მოხვედრაა მთავარი. ერთხელ თუ მოხვდი სანქცირებულთა სიაში, ვერავინ ამოგაგდებს იქიდან. დამთავრდა ბიძინა ივანიშვილის მმართველობა. მოხვდა ევროკავშირის რეზოლუციაში. განმარტებულია ვინ არის ოლიგარქი. თქვენ მიერ მიღებული ვერავითარი კანონი ოლიგარქიის შესახებ, სადაც ბიძინა ივანიშვილი გაყვანილი იქნება ამ სივრციდან, ვერ იმუშავებს და არც არავინ დაგიჯერებთ. ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში ციხე-სიმაგრეები და ბუნკერები ააშენა. მთელი ქვეყანა მის უსაფრთხოებას ემსახურება, სანამ არ იგრძნობს პერსონალურად, ვერცერთი ნაბიჯი ვერ იქნება თქვენგან გადადგმული. თქვენგან ვიღაცამ თქვა, ჩვენი მეგობრები იყვნენო ქუჩაში გუშინ - დიახ, ის მეგობრები გაქცევენ ზურგს, იმიტომ, რომ ერთი კაცის მართული ბრძანდებით“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.09.2023
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს