ირაკლი კობახიძე - გიორგი მარგველაშვილი იმდენად უინტერესო კაცია, რომ მასთან ერთად არაფრის ხელმოწერა არ არის საინტერესო

მარგველაშვილი იმდენად უინტერესო კაცია, რომ მასთან ერთად არაფრის ხელმოწერა არ არის საინტერესო, - ასე ეხმიანება პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გიორგი მარგველაშვილის ინიციატივას გაუგზავნონ წერილი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეების ხელმოწერით ევროკავშირის ხელმძღვანელობას, რომ ყველაფრის მიუხედავად, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.

კობახიძე მარგველაშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს უაზრო ფურცლების ფრიალია.

"საქართველოს კონსტიტუციაში ჩემი ხელით დავწერე მუხლი, 78- ე მუხლია, რომელიც უკავშირდება ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაციას. ვიდრე ვიღაც რაღაცას საუბრობს და უაზრო ფურცლებს აფრიალებს, ჩვენ კონსტიტუციაში ჩაწერილი გვაქვს ნორმა, რომელიც ამყარებს ევროპულ პერსპექტივას და ნატო- ში ინტეგრაციის პერსპექტივას. ამ ყველაფერს მხარი არ დაუჭირა იმ ოპოზიციამ, რომელიც დღეს ევროპელობას იბრალებს და სინამდვილეში არის ყველაზე ანტიევროპული ძალა საქართველოში და იმ კონსტიტუციას მხარი არ დაუჭირა მარგველაშვილმა. ყველამ შეინახოს საკუთარი ფურცლები კარგად, ჩვენ გვაქვს ერთი ფურცელი, ეს არის კონსტიტუციის 78- ე მუხლი, რომელიც ამბობს რომ ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაცია არის ჩვენი მიზანი და ამოცანა,"- განაცხადა კობახიძემ.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა