კახა კალაძე - ეს იყო “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებული აქცია - “სირცხვილია” ვის წარმოადგენს? მე არ ვთვლი, რომ აქციაზე მყოფი ადამიანები “ნაციონალები”იყვნენ

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ 20 ივნისის აქციაზე მყოფი მოქალაქეები “ნაციონალები” არ იყვნენ, მაგრამ თვითონ აქცია ორგანიზებული იყო “ნაციონალური მოძრაობის” და მისი ახალგაზრდული პარტიის ფრთის, “სირცხვილიას” მიერ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შეაფასა 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქცია “შინ ევროპისკენ”.

“აქციას რაც შეეხება, ეს არ ასახავს რეალობას, იმიტომ, რომ ევროპას, ევროინტეგრაციას გაცილებით მეტი მხარდამჭერი ჰყავს - ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობა, ვისაც სურვილი აქვს საქართველო გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა, ევროკავშირი ჰქვია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ნაბიჯი გადავდგით, 2012 წლიდან მოყოლებული ბევრი წინსვლა გვაქვს, თუმცა სამუშაო კიდევ ბევრია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ თუნდაც კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რაც დათქმებია, ყველაფერი უნდა შესრულდეს. რა თქმა უნდა, ხელისუფლება მზად არის, რომ ყველაფერი ზედმიწევნით გააკეთოს და ძალიან მალე მოხდეს კანდიდატის სტატუსის მიღება”, - განაცხადა კახა კალაძემ.

მან უპასუხა შეკითხვას, დღესაც ფიქრობს თუ არა, რომ გუშინდელი აქცია “ნაციონალური მოძრაობის” აქცია იყო.

“კი, რა თქმა უნდა, ეს იყო “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებული აქცია, არ გაქვთ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით?! “სირცხვილია” ვის წარმოადგენს, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების განცხადებები არ მოგისმენიათ? აქცია ორგანიზებული იყო “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან და მისი ახალგაზრდული პარტიის ფრთის, რომელსაც ჰქვია “სირცხვილია”. მე არ ვთვლი, რომ აქციაზე მყოფი ადამიანები იყვნენ “ნაციონალები”, ამას არ ვამბობ”,- განაცხადა კახა კალაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის