არჩილ თალაკვაძე - რა კანონიც მიიღო უკრაინამ, იმ კრიტერიუმებით ამ რადიკალურ ოპოზიციას ჰყავს მინიმუმ 4 ოლიგარქი - ხაზარაძე, ჯაფარიძე, კეზერაშვილი, სააკაშვილი

რა კანონიც მიიღო უკრაინამ, იმ კრიტერიუმებით ამ რადიკალურ ოპოზიციას ჰყავს მინიმუმ 4 ოლიგარქი - ხაზარაძე, ჯაფარიძე, კეზერაშვილი, სააკაშვილი - ბიძინა ივანიშვილს არაფერი აქვს დასამტკიცებელი, დასამტკიცებელი თუ ვინმეს რამე ექნება, აქ ჩამოთვლილ გვარებს ექნებათ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

რაც შეეხება ევროპარლამენტის რეზოლუციაში ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიებას, თალაკვაძე აცხადებს, რომ მას 200- ზე მეტმა ევროპარლამენტმა არ დაუჭირა მხარი.

"ეს მოთხოვნა სამივე ქვეყანასთან მიმართებით დევს, ევროკომისიის დოკუმენტში საერთოდ არ წერია ივანიშვილზე. რა კანონიც მიიღო უკრაინამ, იმ კრიტერიუმებით ამ რადიკალურ ოპოზიციას ჰყავს მინიმუმ 4 ოლიგარქი, თუ ეს კანონი ზუსტად იმ სახით იქნება მიღებული. თუმცა, რადიკალურმა ოპოზიციამ გამოთქვა დღეს შიშები და მერყევი პოზიცია, რამდენად საჭიროა ასეთი კანონის მიღება. ოპოზიციიდან 4 ოლიგარქი გვეყოლება, ოთხივე გვარი თქვა პარტიის თავმჯდომარემ - ხაზარაძე, ჯაფარიძე, კეზერაშვილი, სააკაშვილი, ეს გვარები ითქვა. ბიძინა ივანიშვილს არაფერი აქვს დასამტკიცებელი, დასამტკიცებელი თუ ვინმედ რამე ექნება, აქ ჩამოთვლილ გვარებს ექნებათ, "- განაცხადა თალაკვაძემ.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა