ანა ბუჩუკური - „ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, გუშინ იყო ყველაზე მაშტაბური აქცია - პარტიებს წარვუდგინეთ კონკრეტული ხედვა, რა არის გასაკეთებელი, რომ ქვეყნის მომავალი გადავარჩინოთ

ჩვენ ვნახეთ ადამიანებით გადაჭედილი რუსთაველის გამზირი , რომლებმაც „ქართულ ოცნებას“ გითხრათ, რომ არ წაგართმევინებთ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა და დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ანა ბუჩუკურის თქმით, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ევროპულ იდეას იცავენ, „ქართული ოცნება“ „ნაცებს“ უწოდებს.

„ქართული ოცნების“ ე.წ. ლიდერშიფი - წევრებს, მათ შორის, დეპუტატებს რეალობას უმალავს. გუშინ პირველად დამრჩა შთაბეჭდილება, რომ საკუთარ გენერალურ მდივანსაც დაუმალეთ ინფორმაცია იმიტომ, რომ გუშინ ბატონმა კალაძემ გაიმეორა, რომ „ნაცები“ მიდიოდნენ ამ აქციაზე. დღეს ისე შეცვალეთ ეს რიტორიკა, რომ თქვენი მხარდამჭერებიც „ნაცებად“ გამოაცხადეთ, მაგრამ ეს სხვა პრობლემაა.

დღეს მოცემულობა არის შეცვლილი და უნდა აღიაროთ, რომ ქართველი ხალხი დღეს თქვენგან იცავს ევროპულ მომავალს.

2012 წლის შემდეგ ანუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, გუშინ იყო ყველაზე მაშტაბური აქცია, რაც ჩატარებულა ბოლო 10 წლის განმავლობაში", - განაცხადა ბუჩუკურმა.

მისი თქმით, გახარიას გუნდმა პოლიტიკურ პარტიებს წარუდგინა კონკრეტული ხედვა, თუ რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი გადაარჩინონ და პასუხი გასცენ მოქალაქეებს, რომლებიც გუშინ რუსთაველის გამზირზე გავიდნენ.

“ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ ევროპულმა კომისიამ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის ევროკავშირის კარი ღია დატოვა . “ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით ევროკავშირს არ აქვს კითხვა და არ განიხილავს სხვა ალტერნატივას ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გარდა.

თუმცა, მოგვცა კონკრეტული რეკომენდაციები, რაც უნდა შევასრულოთ იმისთვის, რომ მოვიპოვოთ კანდიდატის სტატუსი.

სწორად, ამიტომაც ჩვენ პოლიტიკური პარტიებს წარვუდგინეთ კონკრეტული ხედვა, რა არის აუცილებლად გასაკეთებელი იმისთვის, რომ ერთი მხრივ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი გადავარჩინოთ და მეორე მხრივ, პასუხი გავცეთ ჩვენს მოქალაქეებს, მათ შორის, იმ ადამიანებს, ვინც გუშინ რუსთაველის გამზირი გადაავსო.

საბოლოო ჯამში ჩვენ უნდა მოვახდინოთ უკანონოთ კონსოლიდირებული ძალაუფლების დემონტაჟი”,- განაცხადა ბუჩუკურმა.

და ბოლოს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ "ქართულ ოცნებას" - შეეშვით საქართველოს მოქალაქეების შეურაცხყოფის მიყენებას, იმ ადამიანების, რომლებიც დიახ, "ქართული ოცნებისგან" იცავენ ევროპული მომავლის იდეას", - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა