გრიგოლ გეგელია - ბრიუსელში მთავრობას აღარავინ ელის და არავინ ენდობა

ბრიუსელში სიჩუმეა, საქართველო არსადაა. ამ ქალაქის ქუჩებში დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამაყად უნდა დადიოდეს და საქართველოს მთავრობის სწორი მიღწევების კონსოლიდირებას ეწეოდეს, მაგრამ, ამ ქალაქში საქართველოს მთავრობას აღარაფერი ესაქმება. აქ მათ აღარავინ ელის და არც არავინ ენდობა, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისივე განცხადებით, არც გასული თვეების განმავლობაში და არც ახლა, მმართველ გუნდს საქართველოს ეროვნული ინტერესის ლობირების მიზნით, არავითარი რეალური ძალისხმევა არ გაუღია.

„მაშინ როდესაც ბრიუსელში საქართველოს საკითხი წყდება, საქართველოს მთავრობა სომხეთსა და ყატარში დაიარება.

დღეს საქართველოს მთავრობა ევროპის ყველა დედაქალაქში გამალებით უნდა მუშაობდეს, ისევე, როგორც მოლდოვას და უკრაინის მმართველი გუნდები მუშაობენ მთელი ამ დროის განმავლობაში, ათობით ვიზიტით ყველა ძირითად დედაქალაქში.

სულ ბოლოს, ევროპარლამენტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ჯგუფის, Renew Europe-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, რომელსაც რამდენიმე ოპოზიციონერი ვესწრებოდით, საქართველოს ელჩი მიწვეულიც არ ყოფილა, მაშინ, როდესაც ევროკავშირში უკრაინისა და მოლდოვას ელჩები კონფერენციის სპიკერებს შორის იყვნენ,“ - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა