დავით უსუფაშვილი უმრავლესობას - ჩამოყალიბდით, გუშინ მე „ნაცების“ მიტინგზე ვიდექი, რუსების მიერ დაფინანსებულ მიტინგზე, ქართველ ხალხთან ერთად ვიდექი თუ იქ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი იყო

ჩამოყალიბდით, გუშინ მე “ნაცების“ მიტინგზე ვიდექი, რუსების მიერ დაფინანსებულ მიტინგზე, ქართველ ხალხთან ერთად ვიდექი თუ იქ “ქართული ოცნების“ ამომრჩეველი იყო - ასე არულ-დარეულობა, ასეთი დაბნეულობა და ყველგან და ყველაფერში გამოძრომის მცდელობა შეიძლება?! - ასე მიმართა “ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა უმრავლესობას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, “თავისუფალი ტრიბუნის“ ფორმატში გამოსვლისას.

“დღეს ისიც გავიგე, რომ თურმე შარლ მიშელი კარგი ყოფილა! - დიახ, მადლობა - თავიდანვე კარგი იყო, თუმცა 8 თვეა იმაზე მიდის ლაპარაკი, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი მოკვდა, აღარ არის, დახეულია“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილმა მმართველი გუნდი რიტორიკის გამო გააკრიტიკა. როგორც მან განაცხადა, მოცემულ კონკრეტულ ვითარებაში, როცა ქვეყანა უმნიშვნელოვანესი გზის გასაყარზე დგას, როგორ შეიძლება დაისვას კითხვა, საერთოდ გვინდა ევროკავშირი?!

“მეგობრებო ასეთი ლაპარაკი და პოზიციონირება ევროკავშირსაც გვაშორებს და იმ ბიძინასაც ყველაზე დიდ ხიფათებს უქმნის.

როცა ვამბობთ, რომ აშშ-ი და ევროპა ჩვენ აქ ომის გაჩაღებას გვთხოვს, როცა ამას ღიად და აშკარად ვამბობთ, როცა ამას პირველი პირები ამბობენ, ალაპარაკებენ ექსპერტებს, მედიას, რომ ევროპასა და აშშ-ს საქართველოში ომის გაჩაღება უნდა, იმიტომ, რომ ევროპა სხვანაირად იმ სტატუსს არ მოგვცემს, რასაც ვიმსახურებთ, ესე იგი ამის გამო გვსჯიან... უკრაინასთან დაკავშირებით ომში ჩართვა ვინ და როდის მოგვთხოვა?! უკრაინელები თავად არიან სანგრებში, თავიანთ ოჯახებსა და მიწას იცავენ, ისინი მთელს მსოფლიოს ეუბნებიან: - ხალხო ომში ჩაერთეთ და ყველაფერი ჩაიდინეთ - ეს არის ომში ჩართვის მოწოდება?! ეს ამბავი ჩვენს თავს რომ ხდებოდეს, ვინმე სამი თვე რომ გვბომბავდეს, ჩვენ არ ვიყვირებთ - ხმა ამოიღეთ, იარაღი აიღეთ! - ვიყვირებთ ამას! ამის გარდა ვინ და როდის მოგვიწოდა ომში ჩართვა?!“, - მიმართა უსუფაშვილმა “ქართული ოცნების“ დეპუტატებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა