გიგა ბოკერია - ივანიშვილის პოლიტიკური გავლენის სრული განეიტრალების გარეშე ყველაფერ დანარჩენზე საუბარი, კარგ შემთხვევაში თავის მოტყუება და გულუბრყვილობაა, ხოლო ცუდ შემთხვევაში სასარგებლო იდიოტიზმი

ეს არის მორიგი ბოდვა, სერიოზულად არც უნდა განვიხილოთ, რომ ამ ყველაფრის სამიზნე ივანიშვილი არაა. მე საფრთხეს სხვა რამეში ვხედავ, რომ ოპონენტებს შორის საოცარი გაუგებრობა არ მოხდეს, რომ თითქოს რაიმე ფორმალური კანონების მიხედვით ამ პრობლემის აღმოფხვრა შესაძლებელია, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ დეოლიგარქიზაციის კანონზე გაკეთებულ განცხადებას.

მისივე მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გავლენის სრული განეიტრალების გარეშე ყველაფერ დანარჩენზე საუბარი, კარგ შემთხვევაში თავის მოტყუება და გულუბრყვილობაა, ხოლო ცუდ შემთხვევაში სასარგებლო იდიოტიზმი.

„ჩვენთან ვითარება მაგ ზღვარს გაცდენილია. ჩვენთან ქვეყანა ივანიშვილის მხრიდან ფორმალური კანონებით არ იმართება. ნორმალურ ვითარებაში, რა თქმა უნდა, კანონებს, დეკლარირებულ, ქაღალდზე დაწერილს წესებს მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ჩვენ მანდ არ ვართ. ჩვენ ამ ადამიანის პოლიტიკური გავლენის სრული განეიტრალება გვჭირდება, რაც „ქართული ოცნების“ მთლიანად ჩამოცილებას გულისხმობს. ამის გარეშე ყველაფერ დანარჩენზე საუბარი კარგ შემთხვევაში თავის მოტყუება და გულუბრყვილობაა, ხოლო ცუდ შემთხვევაში სასარგებლო იდიოტიზმი“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა