ანა ნაცვლიშვილი „ქართულ ოცნებას“ - თქვენ ხართ უნიკალური პოლიტიკური ძალა, რომელსაც ორჯერ მხარდაჭერილი და არჩეული პრეზიდენტი გაგექცათ და დაგიპირისპირდათ

თქვენ ხართ უნიკალური პოლიტიკური ძალა, რომელსაც ორჯერ მხარდაჭერილი და არჩეული პრეზიდენტი გაგექცათ და დაგიპირისპირდათ , - ასე მიმართა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა „ქართული ოცნების“ ლიდერებს პარლამენტში, „თავისუფალი ტრიბუნას“ ფორმატში, სიტყვით გამოსვლისას.

ნაცვლიშვილის თქმით, 2012 წელს „ქართულ ოცნებას“ ხმა იმიტომ მისცა, რომ ქვეყანა ევროპისკენ წაეყვანა თუმცა ახლა, ისინი ქვეყნის იტერესებს აზიანებენ.

„მოსმენების კანონპროექტს პრეზიდენტმა სამჯერ დაადო ვეტო, სამჯერ აგინთოთ „წითელი შუქი“. პრეზიდენტმა, რომელიც თქვენ აირჩიეთ, თქვენ წარუდგინეთ ქართველ ხალხს და თქვენი მხარდაჭერით გახდა პრეზიდენტი. თქვენ ხართ უნიკალური პოლიტიკური ძალა, რომელსაც ორჯერ მხარდაჭერილი და არჩეული პრეზიდენტი გაგექცათ და დაგიპირისპირდათ, სხვადასხვა ხარისხით, მაგრამ მაინც დაგიპირისპირდათ. ეს რამდენიმე კანონი არის რაც ჩანდა და ხილულია. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ანალოგიები, რაც არ ჩანდა, როგორ აზიანებდით ამ ქვეყნის ინტერესებს. ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით იყო გამაფრთხილებელი, მეგობრული, კეთილგანწყობილი, შემდეგ უკვე იმედგაცრუებული სიგნალები, რომლებიც თქვენ ვერ გაიგონეთ. ბოლო გამაფრთხილებელი სიგნალი იყო ერთი წლის წინ, როდესაც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა უპრეცედენტო, პერსონალური და ინსტიტუციური მხარდაჭერა აჩვენა საქართველოს. ასეთი მხარდაჭერა ევროკავშირს ამ ფორმით, ამ მასშტაბით, ამ მნიშვნელობით არცერთი იმ ქვეყნისთვის არ გამოუხატავს, ვისაც სურს გახდეს წევრი და რა ქენით თქვენ?! - დაწერილი, შეთანხმებული საგზაო რუკა, რომელიც პირდაპირ ევროკავშირში მიდიოდა, აიღეთ და ნაგვის ყუთში გადააგდეთ“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს