დავით უსუფაშვილი ხელისუფლებას - უნდა გამოხვიდე დღეში 10 ინიციატივით, რომ პოლარიზაცია დასრულდეს -  ყასიდად არ უნდა თქვა და ხელი გაიშვირო: აბა, ესენი არ მომყვებიან და როგორ დავასრულოო

გუშინ რომ ერთად დავმდგარიყავით ყველა, ვისაც ევროკავშირი გვინდა, ქვეყანა დაიქცეოდა?! ხომ ამბობთ, რომ იქ ის ხალხიც იყო, ვინც ჩვენ გვიჭერს მხარსო - ერთი თქვენგანი რომ იქ მენახა, ქვეყანა დაიქცეოდა?! მაგრამ დაიქცეოდა - ეს ხომ წითელი ზოლია, როგორ შეიძლება ვინმეს წესიერად ჩამოართვა ხელი?! - მტერს და დამაქცევარს! - ასე მიმართა “ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა “ქართულ ოცნებას“ პარლამენტის ტრიბუნიდან.

როგორც უსუფაშვილმა პლენარულ სხდომაზე მმართველი გუნდის მისამართით აღნიშნა, მათ ის ლექსიკა დანერგეს, რომელიც უკვე პოლიტიკას კარნახობს.

“ქვეყნის პოლიტიკური ლიდერის მარტო ერთი ფრაზა: აი, თუ რაღაცას არ მოგვცემენ, ჩვენ მერე რაღაცებს ფარდას ავხდით... ხალხო, ვისაც ევროპაც გვინდა და ბიძინაც გინდათ, ეს ყველაფერი გავატარეთ?! ანუ ვიღაცამ რაღაცა იცის, თურმე ფარდის მიღმა ჩვენს თავს რაღაც უბედურება ხდებოდა, ვიღაცა რაღაცას გვიშვებოდა და როცა პერსპექტივა ჩაიწერა, აღარ ვიტყვი, ფარდა აღარ არის ასახდელი - ამით ან ბიძინას გადავარჩენთ ან ევროკავშირში შევალთ?! თუ პირიქით!

უკან დაგვრჩება ვიღაცის ზურგს უკან ამოფარება. ასეთი ამ 30 წლის განმავლობაში ბევრი ვნახეთ... მოვა დრო, როგორც სხვა შემთხვევებში ხდებოდა ხოლმე: მე რა შუაში ვარ, ამას ბიძინა აკეთებდა, მე რა შუაში ვარ, ასე კობახიძემ თქვა - ყველანი ვართ შუაში კი არა, ცენტრში!“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

“ლელოს“ ლიდერმა ხელისუფლებას პასუხისმგბლობის გააზრებისკენ მოუწოდა.

“ჩემნაირი გიჟები და შეშლილებიც შენ უნდა მოაგვარო, იმიტომ რომ ქვეყნის პატრონობა იკისრე. შენ უნდა გამოხვიდე დღეში 10 ინიციატივით იმისთვის, რომ პოლარიზაცია დასრულდეს. ყასიდად არ უნდა თქვა და ხელი გაიშვირო: აბა ესენი არ მომყვებიან და პოლარიზაცია როგორ დავასრულოო“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა