დავით უსუფაშვილი - ევროკავშირშიც თუ გინდათ და ბიძინას გადარჩენაც, მოიკითხეთ ის კაცი - ერთი სიტყვა თქვას, რას ფიქრობს ამ ყველაფერზე

ევროკავშირშიც თუ გინდათ და ბიძინას გადარჩენაც, მოიკითხეთ ის კაცი - მის გამო და მის თაობაზე რომ ტრიალებს საქართველოს მომავლის ამბავი, ერთი სიტყვა თქვას, რას ფიქრობს ამ ყველაფერზე, - ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, “თავისუფალი ტრიბუნის“ ფორმატში გამოსვლის დროს დავით უსუფაშვილმა გააკეთა.

როგორც უსუფაშვილმა “ქართულ ოცნებას“ მიმართა, გადარჩენადია ბიძინაც და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობაც და ამისთვის უნდა იმოქმედონ.

“საბანკო ანგარიშზე პრობლემები რომ შეექმნა, იმაზე ხომ გვითხრა რაღაც - ახლა ქვეყანას რომ აქვს პრობლემები შექმნილი, ამაზე არაფრის თქმას არ აპირებს?! ან თქვენ არ გინდათ, რომ იმ კაცს შეხვდეთ და რაღაც ურჩიოთ, რომ ასე არ გამოვა, ვერ გაგრძელდება. არსად გაგრძელებულა და ვერც საქართველოში გაგრძელდება... ის ხომ მთელს საქართველოზე ზრუნავდა და უნდა დაანახოთ, რომ ასე გაგრძელება შეუძლებელია - დიდ უბედურებაში გავხვევთ ქვეყანას და საკუთარ თავსაც.

არის საშუალება ყველაფერი ერთად გადავარჩინოთ: - ევროკავშირშიც ვიაროთ, არც ვინმე დავასანქციროთ, არც დავიჭიროთ, არც ჩამოვკიდოთ - ამას ეროვნული თანხმობის ფორმულა სჭირდება. ის, რაც ევროკავშირმა დაგვიწერა, ერთად უნდა გავაკეთოთ. ერთობა ჩვენ გვჭირდება - ევროპაში ცალ-ცალკე არავინ არავის მიიღებს“, - მიმართა უსუფაშვილმა “ქართულ ოცნებას“.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს