ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შესახებ 23-24 ივნისის სამიტის წინ საერთო პოზიცია დააფიქსირეს

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა 23-24 ივნისს გასამართი ევროკავშირის სამიტის წინ, კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე საერთო პოზიცია დააფიქსირეს. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კლემენტ ბონმა ევროკავშირის საერთო საქმეთა საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ მივაღწიეთ პროგრესს იმ საკითხებში, რომლებიც დილიდან განიხილებოდა - კერძოდ, მზადება ევროკომისიის შეხვედრისთვის, რომელიც ამ თვის ბოლოს ბრიუსელში გაიმართება. ეს ეხება, კერძოდ, უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას“, - განაცხადა ბონმა.

მინისტრის თქმით, ისინი იდეალური კონსესუსის მოწმენი გახდნენ.

„გასულ კვირას ევროკომისიამ გამოაქვეყნა თავისი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით და ჩვენ გავხდით საკმაოდ კარგი, მე ვიტყოდი, იდეალური კონსენსუსის მოწმენი დისკუსიების შემდეგ ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით, უკრაინის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობაზე“, - დასძინა მინისტრმა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ევროკავშირის ერთიანობა კვლავაც რეალური რჩება; ევროპა განაგრძობს წინსვლას ამ ისტორიულ მომენტში.

ბონის თქმით, კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ ნიშნავს დაუყოვნებლივ გაწევრიანებას ევროკავშირში და "ეს გრძელი და რთული პროცესია".

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები