გივი მიქანაძე სტრასბურგში ევროპის საბჭოს ახალგაზრდული დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეხვდა

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი, გივი მიქანაძე სტრასბურგში ევროპის საბჭოს ახალგაზრდული დეპარტამენტის უფროსს, ანტიე როტემუნდს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის საქმიანობა და გეგმები ახალგაზრდობის სფეროში.

ამასთან, შეხვედრისას საუბარი შეეხო კომიტეტის მიერ მიღებული ახალგაზრდობის კონცეფციის განხორციელებას, კომიტეტის მიერ საზედამხედველო ფუნქციის განხორციელებასა და თანამშრომლობას ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან და პარტნიორებთან. შეხვედრისას განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. მხარეები შეთანხმდნენ აქტიურ კომუნიკაციასა და ინფორმაციის რეგულარულ გაცვლაზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა