სალომე სამადაშვილი - ნატო-ს არასდროს დაუფიქსირებია პოზიცია, რომ საქართველოს მიღების წინაპირობა არის ტერიტორიული მთლიანობა, ამიტომ პრემიერის განცხადება ანტისახელმწიფოებრივია

ივანიშვილი არის ის ადამიანი, რომელსაც ორი რამ უქმნის დისკომფორტს - მრავალრიცხოვანი აქციები და საერთაშორისო წნეხი. ჩვენი მიზანია მივაღწიოთ დეოლიგარქიზაციას, ანუ ვაიძულოთ ის, გარე და შიდა წნეხის დახმარებით, ჩამოშორდეს ხელისუფლებას, - ამის შესახებ „ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამავდროულად, არ აქვს მნიშვნელობა, რას ფიქრობენ ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე.

„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულ არხებს რომ გადავხედოთ, რა ხდებოდა 20 ივნისს - გვახსოვს დადებული ფოტოები სანამ შეიკრიბებობდა აქცია, თითქოს არავინ მოვიდა და ა.შ. ხელისუფლებას როდესაც ვსაუბრობ, არანაირი მნიშვნელობა აქვს, ღარიბაშვილი თუ კობახიძე რას ფიქრობენ. კონკრეტულად ივანიშვილი არის ის ადამიანი, რომელსაც ორი რამ უქმნის დისკომფორტს - ერთია მრავალრიცხოვანი აქციები და მეორე არის საერთაშორისო წნეხი. ამ ადამიანს მეტი სხვა საბოლოო ჯამში დისკომფორტს არ უქმნის. ჩვენი ამოცანაა, მივაღწიოთ დეოლიგარქიზაციას ამ ქვეყანაში, ანუ ვაიძულოთ ივანიშვილი, რომ ჩამოშორდეს ხელისუფლებას, რათა ორი წნეხი ერთი მხრივ გარედან და მეორე მხრივ შიგნიდან გაიზარდოს, სანამ მას არ მოუწევს დაემორჩილოს ქართველი ხალხის ნებას“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გუშინ, ყატარის ეკონომიკურ ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას, სადაც საქართველის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა: „ჩვენ არ ვართ მიამიტები, გვესმის, რომ საქართველოს აქვს ტერიტორიული პრობლემები, ჯერ ეს საკითხი უნდა გადავწყვიტოთ და შემდეგ გავხდეთ ნატო-ს წევრი, ეს არის ნატო-ს წევრი ქვეყნების მოსაზრება“.

სამადაშვილის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის აღნიშნული სიტყვები არის ანტისახელმწიფოებრივი.

„ეს არის პირდაპირ ანტისახელმწიფოებრივი განცხადება, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციურ ჩანაწერს, რომ საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია ყველაფერი გააკეთოს, რათა უზრუნველყოს ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანება. სწორედ 2008 წელს სამხედრო ინტერვენცია ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელდა იმისთვის, რომ შემდეგ ეს ოკუპირებული ტერიტორიები გამოეყენებინა რუსეთს, რათა ნატო-ში ჩვენი გაწევრიანების შეფერხება მომხდარიყო. სინამდვილე პირიქით არის, არასდროს არავის არცერთ ოფიციალურ პოზიციაში არ უთქვამს, ნატო-ს არასდროს დაუფიქსირებია პოზიცია, რომ ჩვენი ქვეყნის მიღების წინაპირობა არის ტერიტორიული მთლიანობა. ამიტომ პრემიერ-მინისტრის განცხადება არამხოლოდ ფაქტობრივად შემდგარი ოკუპაციის გაძლიერებაა, არამედ პოტენციურად საფრთხის შემქმნელია ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, რუსეთის ამოცანაა საქართველოს ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანების შეფერხება.

„ღარიბაშვილი ჩემთვის არავინაა, მას ჰქვია დღეს პრემიერ-მინისტრი, მაგრამ რეალურად რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება არის ის, რაც ევროკავშირმა გაგვიწერა, კონკრეტულად არაფორმალური ოლიგარქი მმართველისგან - ივანიშვილისგან ამ ქვეყნის გათავისუფლება, რადგან ამას მიჰყვება ისიც, რომ ჩვენ აღარავინ მოგვაყენებს ისეთ შეურაცხყოფას, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ერქვას ამ ქვეყნის პრემიერი“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა