სალომე სამადაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში უნდა მოდიოდეს ერთადერთი მიზნით, რაც იქნებოდა განცხადება გადადგომის შესახებ

ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში უნდა მოდიოდეს ერთადერთი მიზნით, რაც იქნებოდა განცხადება გადადგომის შესახებ, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს პასუხისმგებლობა ეკისრება იმაზე, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი დღეს გაურკვეველია.

"პრემიერ-მინისტრი უნდა მოსულიყო ზეგ პარლამენტში, მაგრამ როგორც ჩანს, მან ძალიან კარგად იცის, რომ ევროპული საბჭო ძალაში დატოვებს ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმადაც სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა ამ ეტაპზე ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს და მან გადაწყვიტა დღეს მოსულიყო პარლამენტში. თუ ფიქრობს, რომ ამით თავს აარიდებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რომელიც პირადად მას და მის მთავრობას ეკისრება განაცხადის წარუმატებლობაზე, ის არის ძალიან ღრმად შემცდარი. თქვენ გახსოვთ, მისი უკანასკნელი ვიზიტის დროს პარლამენტში ჩემი შეკითხვა ეხებოდა იმას, რომ როცა ბრიუსელში ჩავიდა ღარიბაშვილი და გააცნეს ჩამონათვალი პრობლემატური საკითხების, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებდა მათ მოსაგვარებლად. მისი პასუხი იყო, რომ ეს არის ტყუილი და არანაირი პრობლემატური სია მისთვის არავის გადაუცია. თუმცა, ჩვენ ვნახეთ შედეგი. ამიტომ ირაკლი ღარიბაშვილი აქ უნდა მოდიოდეს ჩემი აზრით ერთადერთი მიზნით, რაც იქნებოდა განცხადება გადადგომის შესახებ, რადგან პირადად ეკისრება პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ჩვენი განაცხადი დამთავრდა ასე, როგორც დამთავრდა და უკრაინა და მოლდოვა აღმოჩნდნენ ჩვენზე გაცილებით წინ, ხოლო საქართველოს ევროპული მომავალი დღეს არის გაურკვეველი,"- განაცხადა სამადაშვილმა.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე