რომან გოცირიძე - პრემიერის მოხსენება იქნება სარკე, რომელშიც დავინახავთ მთავრობის წარუმატებელ და მახინჯი პოლიტიკის სურათს

პრემიერის მოხსენება იქნება სარკე, რომელშიც დავინახავთ მთავრობის წარუმატებელ და მახინჯი პოლიტიკის სურათს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობის პოლიტიკამ განიცადა კრახი როგორც საშინაო, ასევე საგარეო მიმართულებით.

„ამ ანგარიშში მოცემულია მთავრობის პოლიტიკა საშინაო და საგარეო მიმართულებით. საშინაო მიმართულებით ეს არის სიღატაკის ზრდა, ფასების, უმუშევრობის ზრდა, ათეულ ათასობით ადამიანის გასვლა და ქვეყნის დაცლა, სრული ჩავარდნა ეკონომიკური და დემოკრატიის მიმართულებით. საგარეო კუთხით არის კრახი, შენელება ევროატლანტიკური მიმართულებით სვლის და 24- ში ალბათ, დაფიქსირდება, რომ საქართველო გამოეთიშა „ასოცირებულ ტრიოს" და ვერ მიიღებს სტატუსს. ეს ერთი წელი იყო წარუმატებლობის და უკან დახევის წელი. ივანიშვილი და მისი გუნდი არის ბარიერი ქვეყნის განვითარების გზაზე და სანამ ხელისუფლების დემონტაჟი არ მოხდება, არ მოხდება დეოლიგარქიზაცია და არ მოვა კოალიციური ხელისუფლება, წარმატების არავითარი შანსი არ აქვს ქვეყანას,"- განაცხადა გოცირიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა