ირაკლი ზარქუა 24 ივნისს დაგეგმილ აქციაზე - ველოდები, რომ ისევ შეიკრიბებიან - შევიკრიბებით, მათ შორის ჩვენი მომხრეებიც, შეიძლება მეც ვიყო

ველოდები, რომ ისევ შეიკრიბებიან, შევიკრიბებით, მათ შორის, ჩვენი მომხრეებიც, შეიძლება მეც ვიყო, ისევე როგორც წინა აქციაზე ჩვენი ძალიან ბევრი მხარდამჭერი იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ 24 ივნისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, თუ 24 ივნისს დამოურჩილებლობის, რევოლუციური სცენარების მცდელობა იქნება, ამას ქართველი ხალხი მხარს არ დაუჭერს და "ვინც ამისკენ გაიწევა, პასუხს აგებს კანონის წინაშე".

"აქციაზე (21 ივნისს) გაერთიანებული იყვნენ განსხვავებული მსოფლმხედველობის ადამიანები. ვნახეთ, რადიკალური ოპოზიციისგან მცდელობა იყო სცენაზე ასულიყვნენ, ბანერები აეტანათ და როგორც ჩამოაგდეს იქიდან, ეს სწორი მიდგომა იყო. რა დროს მიშა და "ნაციონალური მოძრაობაა". ეროვნული თანხმობაა საჭირო, რომ ევროპული პერსპექტივა უფრო ცხადი და ხელშესახები გახდეს.

რას ველოდები - ველოდები, რომ ისევ შეიკრიბებიან, შევიკრიბებით, მათ შორის, ჩვენი მომხრეებიც და ვიტყვით... შეიძლება მეც ვიყო... ისევე როგორც წინა აქციაზე იყვნენ ჩვენი მხარდამჭერებიც ძალიან ბევრი. ევროპელი მეგობრებისგან ხაზგასმულო იყო, რომ მშვიდობიანად ჩატარდა აქცია, რაც არის ნამდვილად ქართული სახელმწიფოს საკადრისი და იმ ღირებულებების დამცველები ვართ, რომელითაც ევროპა დღემდე ამაყობს. მგონია, რომ საქართველო იმსახურებს ევროინტეგრაციას და ამას ხელი თქვენც, ჩვენც, ოპოზიციამ, ყველამ უნდა შევუწყოთ,"- განაცხადა ზარქუამ.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს