ირაკლი კობახიძე - ყველამ იცის, რომ 99% დარჩება იგივე, რაც წერია ევროკომისიის დოკუმენტში, ეს არის დღესავით ნათელი - ამ დღეებში რაიმეს შეცვლის პერსპექტივა არ არსებობდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაცია და გადაწყვეტილება 99%-ით იგივე დარჩება. ასე უპასუხა მან ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების მოლოდინს ეხებოდა.

„ყველამ იცის, რომ 99% დარჩება იგივე, რაც წერია ევროკომისიის დოკუმენტში, ეს არის დღესავით ნათელი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კობახიძის თქმით, ევროკომისიის გადაწყვეტილების შემდეგ, რაიმეს შეცვლის პერსპექტივა არ არსებობდა.

„ბევრი რამ გაკეთდა, ზოგადად, ერთი თვის განმავლობაში. კომისიის მერე აზრი არ აქვს, ყველამ იცის, ჩვენც, ოპოზიციამაც, აქაც „ფეიკ“ კამპანიას აწარმოებენ, რომ თითქოს რაღაც შეიძლება შეიცვალოს. არის მხოლოდ თეორიული შანსი იმის რაღაც მოხდეს, პრაქტიკული შანსი ამის არ არსებობს და ეს ყველამ კარგად იცის. მათ შორის, იმ ჟურნალისტებმაც, რომლებიც არიან გარკვეული საბჭოს საქმიანობაში და იქიდან ინფორმაცია გამოაქვთ, თქვეს, რომ კომისიის გადაწყვეტილებას გაიმეორებს საბჭო. ამ დღეებში რაიმეს შეცვლის არანაირი პერსპექტივა არ არსებობდა. კიდევ ერთი არასწორი მოლოდინი შექმნეს იმისთვის, რომ ემოციები გაახურონ. რაც შეეხება კომუნიკაციას, არ წყდება. ჩვენი ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები არიან ყოველდღიურ კომუნიკაციაში ევროკავშირის წარმომადგენლებთან. ყოველდღიურ რეჟიმში ხდება ეს ყველაფერი. ვიზიტი რომ გაკეთებულიყო ამ 2-3 დღეში, ეს არაფერს შეცვლის. სხვა ყველაფერი კეთდება, მაგრამ ყველას ესმის, რომ კომისიისა და საბჭოს გადაწყვეტილებებს შორის არსებითი სხვაობა ვერ იქნება“, - განაცხადა კობახიძემ.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი
„მისო ევროკრედიტმა“ საინაუგურაციო ობლიგაციები გამოუშვა
ბელგიის სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ალექსანდრე ქიზიყურაშვილის ინიციატივით მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს