შალვა პაპუაშვილი „ნაცმოძრაობის“ წევრებს - რა პოლიტიკურ კულტურაზე გელაპარაკოთ ან რა დეპოლარიზაციაზე, ჩანს, რომ სხდომის ჩაშლა გინდათ

პარლამენტის სხდომათა დარბაზში, სადაც პრემიერ-მინისტრის ანგარიშს უსმენენ, კვლავ ხმაური იყო.

მას შემდეგ, რაც პრემიერის გამოსვლას დარბაზიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისა და მათ შორის ანა წითლიძის მხრიდან შეძახილები მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა წითლიძეს თავდაპირველად დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა, თუმცა ოპოზიციონერი დეპუტატი მიმართვას არ დაემორჩილა და დარბაზში დარჩა. შემდეგ პაპუაშვილმა მას კიდევ ერთხელ მიმართა და უთხრა, რომ თუ რეგლამენტს კიდევ ერთხელ დაარღვევს, დარბაზს დაატოვებინებს.

„რა პოლიტიკურ კულტურაზე გელაპარაკოთ ან რა დეპოლარიზაციაზე. ჩანს, რომ სხდომის ჩაშლა გინდათ. თუ რამეს არ ეთანხმებით, გექნებათ დრო, რომ ისაუბროთ. ახლა იქონიეთ კულტურა, რომ მოხსენება მოისმინოთ. მიკროფონის გარეშე საუბარი არის რეგლამენტის დარღვევა. ეს არის ჩვენი ყველას რეგლამენტი. რეგლამენტის დარღვევა არის ყველას უპატივცემულობა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პლენარული სხდომა უკვე განახლდა.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს