პრემიერი - ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, დოკუმენტში ყველასთვის ნანატრი ჩანაწერი გაჩნდა

ევროკომისიამ 17 ივნისს მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, კერძოდ, ყველასთვის ნანატრი ჩანაწერი გაჩნდა ოფიციალურ დოკუმენტში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომელზეც ღარიბაშვილი დეპუტატებს სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშს აცნობს.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, არსებობდა მოლოდინი, რომ საქართველოც მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, როგორც უკრაინამ და მოლდოვამ მიიღო, თუმცა ამის თაობაზე განსხვავებული მიდგომა მივიღეთ. მისივე თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა „მიუხედავად იმ მძიმე მემკვიდრეობისა, რომელიც მას დახვდა“.

„მინდა საუბარი დავიწყო ჩვენი მთავარი მიღწევით, რომლის მომსწრენიც ყველანი ერთად რამდენიმე დღის წინ გავხდით. ეს ჩანაწერი მართლაც იყო ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილება, პირველად გაჩნდა ჩანაწერი ევროპული პერსპექტივის შესახებ. ევროკომისიამ ნათლად ჩაწერა დოკუმენტში, რომ აძლევს რეკომენდაციას ევროპულ საბჭოს, საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, რათა გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს არის ევროკომისიის ისტორიული გადაწყვეტილება. ჩვენი მოლოდინი, რა თქმა უნდა, იყო ის, რომ საქართველოც მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, როგორც უკრაინამ და მოლდოვამ მიიღო. გასაგებია, რომ ამის თაობაზე განსხვავებული მიდგომა მივიღეთ, რაც მინდა დეტალურად განვუმარტო ჩვენს მოსახლეობას. ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა მიუხედავად იმ მძიმე მემკვიდრეობისა, რომელიც დაგვხვდა. ავტორიტარული რეჟიმი, სადაც ადამიანებს კლავდნენ, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ და ბიზნესს ართმევდნენ. ასეთი მემკვიდრეობა ჩავიბარეთ ჩვენ, სადაც არავითარი ნიშანწყალი დემოკრატიისა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების არ არსებობდა. ეს მემკვიდრეობა დაგვიტოვეთ თქვენ, ძვირფასო ბატონებო“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია