ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციაზე - ყველა სამკურნალოა, სასწაულია

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე „ევროპელებს ემუდარებოდა", რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი არ მიეცათ.

როგორც პრემიერმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, ასეთი ქმედებები არის მავნებლობა და ქვეყნის მტრობა.

„ბატონი დავით ბაქრაძე, კაცი, რომელიც პარლამენტის სპიკერი იყო და ამ სავარძელში იჯდა, პირადად დადიოდა და ევროპელებს ემუდარებოდა, რამენაირად ჩვენი მთავრობის დროს, „ქართული ოცნების“ პირობებში უვიზო რეჟიმი არ მიეცათ, დაესაჯათ საქართველო და ქართველი ხალხი. კანდელაკზე აღარ ვსაუბრობ, ყოველგვარ უმსგავსობას ჩვენი ევროპელი მეგობრები მისგან იღებდნენ, ათას ბრალდებას და ცილისწამებას, აი, ეს ხართ თქვენ. ეს არის მავნებლობა, ეს არის ქვეყნის მტრობა“,-განაცხადა პრემიერმა.

მის ამ განცხადებას ოპოზიციის მხრიდან ხმაური მოჰყვა, მათ მაგიდაზე ხელების ბრახუნით გამოხატეს პროტესტი.

ოპოზიციის ამ ქმედებებს პრემიერმა ღიმილით უპასუხა: „ყველა სამკურნალოა, სასწაულია“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა