ირაკლი ღარიბაშვილი - სააკაშვილი თავისი ოჯახით არის მთავარი ოლიგარქი, სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია და დედა, გიული ალასანია არის ოლიგარქი, 100 მლნ ქონება აქვს სააკაშვილის დედას

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანაში მთავარი ოლიგარქი არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი ოჯახი. მათ შორის, ბიძა, თემურ ალასანია და დედა, გიული ალასანია.

ამის შესახებ მან პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.

მიხეილ სააკაშვილი არის მთავარი ოლიგარქი თავისი ოჯახით. სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია არის ოლიგარქი, სააკაშვილის დედა, გიული ალასანია არის ოლიგარქი, დადასტურებული 100 მლნ-ს ქონება აქვს სააკაშვილის დედას. სააკაშვილს აქვს დადასტურებული ასეულობით მილიონი. სააკაშვილი არის ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა და თქვენი პარტიაა მთავარი პრობლემა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის. რაც შეეხება მათ მთავარ აღტკინებას, რომ თურმე დეოლიგარქიზაცია დაგვავალა, მე რა გვარებიც ჩამოვთვალე, ისინი არიან პრობლემა. ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის მთავარი პრობლემა არის სააკაშვილი და თქვენი პარტია. დესტაბილიზაციის მთავარი ფაქტორი არის სააკაშვილი და მისი პარტია ანუ თქვენ. ჩვენი ხალხის სიმშვიდისა და სტაბილურობის მთავარი პრობლემა არის სააკაშვილი და მისი პარტია ანუ თქვენ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს