ირაკლი ღარიბაშვილი - ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი, რომელიც ევროპაში, ამერიკაში დაჟინებით ითხოვდა, რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი, იყო უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, ბატონი არახამია

ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი და მათი პარტნიორი, რომელიც ევროპაში, ამერიკაში და ეს მე ვიცი ჩვენი ამერიკელი და ევროპელი კოლეგების და მეგობრების მხრიდან, დაჟინებით ითხოვდა, რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი, თქვენთან ერთად ძვირფასო ოპონენტებო, იყო უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, ბატონი არახამია, რომელიც თქვენი მეგობარია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პრაქტიკულად ულტიმატუმი წაუყენეს ევროპას, რომ თუ საქართველო მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, ძალიან გულდაწყვეტილები დარჩებოდნენ.

„კიდევ ერთი მთავარი ინფორმაცია მინდა ვუთხრა ჩვენს მოქალაქეებს. ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი და მათი პარტნიორი, რომელიც ევროპაში, ამერიკაში და ეს მე ვიცი ჩვენი ამერიკელი და ევროპელი კოლეგების და მეგობრების მხრიდან, დაჟინებით ითხოვდა, რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი, თქვენთან ერთად ძვირფასო ოპონენტებო, იყო უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, ბატონი არახამია, რომელიც თქვენი მეგობარია. პრაქტიკულად ულტიმატუმი წაუყენეს ევროპას, რომ თუ საქართველო მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, ძალიან გულდაწყვეტილები დარჩებოდნენ. ეს ყველაფერი მათ ძალიან კარგად იციან. ჩვენ საჯაროდ მოვისმინეთ, ბატონი არახამია, ქართული გვარის მატარებელი გამოდის სამარცხვინო ბრალდებებით. ჩვენ მოვისმინეთ ბრალდებები, ბრალი დაგვდეს მათმა მეგობრებმა უკრაინაში საჯაროდ, თითქოს ჩვენ, მთავრობა ვავალებთ სპეცსამსახურებს და ვეხმარებით რუსულ სანქცირებულ კომპანიებს. დღემდე არც ერთი ფაქტი არ წარმოგიდგენიათ. ეს არის მტრობა ქვეყნის. სად არის თქვენი რეაქცია, სად არის თქვენი პატრიოტობა? ვფიქრობ, ჩვენი მოქალაქეების უდიდესი ნაწილისთვის ყველაფერი არის ცხადი“, - განაცხადა პრემიერმა.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქეთევან ჩაჩავა - აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მისაღებად წლის ბოლომდე „მეორე შანსი“ გამოიყენოს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
მცირე სახელმწიფო „ახალი წესრიგის“ კონტექსტში: ქართული ქეისი
Hotsale.ge-ის სპონსორობით საქართველოში პირველი ფინანსური ბიზნეს ფორუმი გაიმართა
დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მდებარე, საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტით - „პარკ გრილ“ რესტორნით შემოდის
ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა