პაატა მანჯგალაძე პრემიერს - 2013 წელს რასაც ლაპარაკობდით, იმავეს ლაპარაკობთ - არაფერი გითქვამთ იმ პრობლემების მოგვარებაზე, რაც მოსახლეობას აწუხებს, იმ ასი ათას გულანთებულ პატრიოტზე, ვისაც თქვენმა წარმომადგენელმა „ჩიტი“ დაუძახა

ბატონო ირაკლი, თქვენ ვერ ატყობთ, რომ ვერ ვითარდებით? 2013 წელს რასაც ლაპარაკობდით, 9 წელი გავიდა მას შემდეგ, იმავეს ლაპარაკობთ და არაფერი გითქვამთ იმ პრობლემების მოგვარებაზე, რაც ჩვენს მოსახლეობას ნამდვილად აწუხებს, არაფერი გითქვამთ ევროინტეგრაციაზე, იმ ასი ათას გულანთებულ პატრიოტზე, ვისაც თქვენმა წარმომადგენელმა „ჩიტი“ დაუძახა, - ასე მიმართა "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

მისივე თქმით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის გამოსვლა, ძალიან მძიმე მოსასმენი იყო.

„ბატონო ირაკლი, თქვენი გამოსვლა ძალიან მძიმე მოსასმენი იყო არა იმიტომ, რომ ჭეშმარიტებას ქადაგებდით, არამედ ეს არ იყო იმ პირობებში, რა პირობებშიც ახლა ევროპასთან დაკავშირებით ვართ, ქვეყანაზე მოფიქრალი პრემიერ-მინისტრის გამოსვლა კი არა, ეს იყო ერთი ადამიანის - ბიძინა ივანიშვილის, ან თუნდაც ერთი პარტიის წარმომადგენლის გამოსვლა. ამ მძიმე გამოსვლის შემდეგ ვინც ტაში დაგიკრათ, ვინც შეგაქოთ, თქვენ ღალატზე საუბრობდით, მტრობაზე, აი, ისინი არიან პირველი თქვენი მტერი, ვინც ეს შეგიქოთ და მოგიწონათ.

ჯერ კიდევ ანტიკური პერიოდიდან იცის გონიერმა ადამიანმა, რომ ადამიანი არის მოაზროვნე არსება, ღმერთის ქმნილება, მაგრამ ის კარგავს აზროვნების უნარს, შემოქმედებით უნარს, ვერ ვითარდება, თუ მას თვითკმაყოფილება შეეპარება. ჩვენ რასაც ვისმენდით ახლა, თქვენს გამოსვლაში არანაირი თვითკრიტიკა არ ყოფილა. ბატონო ირაკლი, თქვენ ვერ ატყობთ, რომ ვერ ვითარდებით? აი ნახეთ, მართლა გეუბნებით, 2013 წელს რასაც ლაპარაკობდით, 9 წელი გავიდა მას შემდეგ, იმავეს ლაპარაკობთ და არაფერი არ გითქვამთ იმ პრობლემების, იმ სატკივრის გადაჭრაზე და მოგვარებაზე, რაც ჩვენს მოსახლეობას ნამდვილად აწუხებს, არაფერი გითქვამთ ევროინტეგრაციაზე, არაფერი გითქვამთ იმ ასი ათას გულანთებულ პატრიოტზე, ვისაც თქვენმა წარმომადგენელმა „ჩიტი“ დაუძახა. ამაზეც მაინტერესებს თქვენი პოზიცია, რას ფიქრობთ, რას ეუბნებით ამ ასი ათას ადამიანს, ვინც ევროპასთან ინტეგრაციის მხარდასაჭერად გამოვიდა?“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა