სანდრო რაქვიაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხა, ევროპელ ლიდერებთან რომ ჰქონოდა შეხვედრა, მათ შორის კიევში ჩასულიყო, დაეხმარებოდა თუ არა ეს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს

პარტია „გირჩის" დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხა, ევროპელ ლიდერებთან რომ ჰქონოდა შეხვედრა, მათ შორის კიევში ჩასულიყო, დაეხმარებოდა თუ არა ეს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს.

მან პრემიერს მიმართა, რომ მთავრობა დასახელებული ინდექსების უკან თავის შეცდომებს მალავს.

„თუ არ მეშლება, 2013 წელს ბატონმა ივანიშვილმა სააკაშვილის მთავრობაა გააკრიტიკა და თქვა, რომ ეს მთავრობა მალავს თავის შეცდომებს ინდექსების უკან და ინდექსები არაფერს ნიშნავსო, მათ შორის ბიზნესის კეთების ინდექსზე იყო საუბარი, სინამდვილეში, საკუთრების უფლება არ არის დაცულიო. ის, რომ მთავრობა ინდექსების უკან თავის შეცდომებს მალავს, მგონი, ისევ იგივე რეჟიმში ვართ იმიტომ, რომ ის ინდექსები, რაც თქვენ დღეს ახსენეთ, არაფერ შუაში არ არის იმ პრობლემასთან, რომლის წინაშეც აღმოვჩნდით. არავის უთქვამს, რომ ამ ინდექსებზე დაყრდნობით იქნება გადაწყვეტილება მიღებული. საბოლოოდ, სულ სხვა პოლიტიკური რეალობის წინაშე აღმოვჩნდით, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო. ამ პოლიტიკური რეალობის ნაწილი იყო, მათ შორის ევროინტეგრაციის პროცესში გაჩენილი შანსი და ამის თაობაზე, ასეთი კითხვა მაქვს- თქვენ ამბობთ, რომ ყველაფერი გააკეთეთ ევროინტეგრაციის ნაწილში, თქვენი აზრით, თქვენ რომ ჩასულიყავით ყველა ევროპულ დედაქალაქში, შეხვედრა გქონოდათ ევროპელ ლიდერებთან, მათ შორის კიევში ჩასულიყავით, დავით არახამია თუ ასე ცუდად იქცევა, იქვე დაელაპარაკოთ პირისპირ, ბოლოს და ბოლოს, თუ მართალი ხართ, თქვენს სიმართლეში ხომ დაარწმუნებთ. თქვენ და საგარეო საქმეთა მინისტრს იგივე რომ გაგეკეთებინათ, ზოგადად, უფრო აქტიურები ვყოფილიყავით, ეს დაეხმარებოდა ევროინტეგრაციას, თუ ამას აზრი არ ჰქონდა?!“,-მიმართა რაქვიაშვილმა პრემიერს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა