კახა კალაძე 24 ივნისს დაგეგმილ აქციაზე - თუ რაიმე გადაცდომა იქნება, მთავრობის მხრიდან კანონის ფარგლებში, შესაბამისი რეაგირება იქნება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თუ 24 ივნისს დაანონსებული შეკრება კანონის ფარგლებს გასცდება, სახელმწიფო შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია, მაგრამ ეს კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს.

„ამ ქვეყანაში გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება დაცულია. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით გამოხატოს აზრი, თუნდაც მიტინგზე გავიდეს, თავის პირად სივრცეში სხვადასხვა საკითხზე ისაუბროს, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში. ადამიანებს აქვთ შეკრების უფლება, გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება, მაგრამ არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ კანონის ფარგლებს გასცდეს. თუ რაიმე გადაცდომა იქნება, რა თქმა უნდა, მთავრობის მხრიდან კანონის ფარგლებში შესაბამისი რეაგირება იქნება“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა და აქტივისტებმა 24 ივნისს მასშტაბური შეკრება დააანონსეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა