კახა კალაძე სტატუსზე - ხომ ვიცით, არ გვაძლევენ იმიტომ, რომ საქართველო სანქციებში და ომში არ ჩაერთო - გვეუბნებიან, გეოგრაფიული მდგომარეობა არ გვაკმაყოფილებსო, თურმე „გლახა“ ადგილზე ვცხოვრობთ

თბილისის მერმა კახა კალაძემ განმარტა, რას გულისხმობდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით სიტყვა „დასჯაში“.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს იმიტომ არ აძლევენ კანდიდატის სტატუსს, რომ სანქციებსა და ომში არ ჩაერთო.

კახა კალაძის შეფასებით, საქართველო იმსახურებდა მიეღო კანდიდატის სტატუსი, რადგან 3 ქვეყანას შორის ყველაზე წარმატებული იყო ყველა ასპექტში.

„დასჯაში“ ვგულისხმობდი იმას, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა მიეღო. კითხვას გისვამთ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, როგორც ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანს: ჩვენი ქვეყანა კანდიდატობის სტატუსს იმსახურებდა? საქართველოს მოქალაქე ხარ, ამ ქვეყანაში ცხოვრობთ, რაც ბოლო წლების განმავლობაში გაკეთდა, რა რეფორმებიც გატარდა, ხომ ხარ ამ ქვეყნის მოქალაქე, გიხარია და გაქვს სურვილი გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია, საქართველო იმსახურებდა თუ არა კანდიდატის სტატუსს? ახალგაზრდა ადამიანი ბრძანდებით და აზროვნების შესაძლებლობა გაქვთ, საქართველო იმსახურებდა თუ არა ამ სტატუსს? ზუსტად ამას გეუბნებით, რომ ჩვენი ქვეყანა იმსახურებდა და არ მისცეს. საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, ვიზალიბერალიზაცია, ევროპაში ქართული პასპორტით, უვიზოდ რომ გადაადგილდებით თავისუფლად, ეს „ქართულმა ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ საზოგადოებასთან ერთად გააკეთა. ასევე, ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება „ქართულმა ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ გააკეთა და კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს სტატუსი მივიღოთ.

საქართველო იმსახურებდა მიეღო კანდიდატის სტატუსი იმიტომ, რომ 3 ქვეყანას შორის ყველაზე წარმატებული იყო ყველა ასპექტში, ყველანაირი რეფორმებით. გვითხრეს, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და უკრაინას ვაძლევთ იმიტომ, რომ უკრაინა ომში ჩაერთოო. ჩვენ ხომ ვიცით, არ გვაძლევენ იმიტომ, რომ საქართველო სანქციებში და ომში არ ჩაერთო, ამის გამო იყო გადაწყვეტილება მიღებული. მერე გვეუბნებიან,რომ საქართველოს გეოგრაფიული მდგომარეობა არ გვაკმაყოფილებს, თურმე „გლახა“ ადგილზე ვცხოვრობთ. თქვენ დალოცვილებო, 30 წელია ვიბრძვით იმისკენ, რომ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა გავხდეთ და რაღაც რეფორმები განვახორციელოთ, ახლა გაიგეთ საქართველო სად იმყოფება და სად არის მისი გეოპოლიტიკური მდგომარეობა?!“, - განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.

კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2022
დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
„ასტრაზენეკამ“ პროექტის „თანადგომა“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
ღვინო, რომელიც ბედნიერებას იმახსოვრებს - „მარნაველი“ - CBS ჯგუფის ახალი მიმართულება და 2022 წლის წარმატება ღვინის ბიზნესში
„კარფური" გაფართოებას აგრძელებს - თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა
გაფრთხილდი და გააფრთხილე, ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია
„ლიბერთიმ“ განვადების აქცია დაიწყო
ბაზისბანკის ინვესტიციით, რუსთავში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება