ალუდა ღუდუშაური „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს - თქვენი ევროპელობა არ გაიშვა, თქვენ ევროკავშირში კი არა, არსად მიგიღებდნენ

თქვენი ევროპელობა არ გაიშვა, თქვენ ევროკავშირში კი არა, არსად მიგიღებდნენ, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წლიური ანგარიშით წარდგა.

ალუდა ღუდუშაურმა „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდზეც ისაუბრა.

„პატრონი არ ჰყავდა ქვეყანას და ვერავის პოულობდნენ 2008 წელს იმისათვის, რომ გვეკითხა, როგორ უნდა მოვიქცეთ, იარაღი ავიღოთ, ვიომოთ, ვიბრძოლოთ, თუ რა ვქნათ ? დღეს კი, გამოდიან და რაღაცებზე საუბრობენ. აი, ამათ თავზე დეპოლარიზაციის წაკითხვა რამდენად არის შესაძლებელი, ეს არის საკითხავი. მინდა მივმართო საზოგადოებას და თქვენ, ძალიან აჟიტირებულები რომ იყავით, როგორ მიგყავდათ ქვეყანა, ახლა რომ გახდით თითქოს ევროპელები, ყავარჯნიანი კაცით მიგყავდათ, მეგისა ქარდავას მიერ გაუპატიურებული ხალხით მიგყავდათ, ციხეებში გაუბედურებული ხალხით მიგყავდათ, თუ როგორ შეგყავდათ ხალხი ევროპაში? თქვენი ევროპელობა არ გაიშვა, თქვენ ევროკავშირში კი არა, არსად მიგიღებდნენ“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ამასთან, მან პრემიერ-მინისტრს “მოხევეებისგან მადლობა გადასცა მისი გონივრულობისა და ღირსეულობისთვის“.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები