არჩილ თალაკვაძე მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე - როცა საკითხი პარლამენტში დაბრუნდება, საზოგადოებას ვეტყვით სინამდვილეში, რასთან გვაქვს საქმე, რატომ იყო დადებული ვეტო

როცა საკითხი პარლამენტში დაბრუნდება, საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვეტყვით, სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე, რატომ იყო დადებული ვეტო, ამაზეც იქნება მსჯელობა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე- სპიკერი არჩილ თალაკვაძე პრეზიდენტის ვეტოს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე.

როგორც მან აღნიშნა, კანონის პროექტზე 2-3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა და განხილული იყო ყველა მხარესთან.

“სიმართლე გახლავთ ის, რომ 2-3 წლის განმავლობაში ეს პროექტი დამუშავების ქვეშ იყო. ყველა მხარესთან იყო განხილული და ასევე, შეთანხმება იყო მიღწეული იმაზე, რომ იმ უსაფრთხოების გამოწვევებს, რომელიც საქართველოს წინაშე არსებობს, სჭირდებოდა კანონმდებლობის დახვეწა და გაუმჯობესება. სწორედ ეს ცვლილებები შევიდა კანონში და როცა საკითხი პარლამენტში დაბრუნდება, საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვეტყვით სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე. რატომ იყო დადებული ვეტო, ამაზეც იქნება მსჯელობა პარლამენტში", - განაცხადა თალაკვაძემ.

ინფორმაციისთვის, პრეზიდენტმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო. როგორც სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ის ვეტოს დაადებს შემდეგი 6 თვის განმავლობაში ყველა კანონს, რომელიც არასწორი მიმართულებით იქნება მიღებული.

შეგახსნებთ, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებული ვადები ხანგრძლივდება, ხოლო დანაშაულთა წრე, რაზეც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იქნება დასაშვები, იზრდება. ამასთან, იცვლება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის შეტყობინების წესი. “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების პროექტს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი რამდენიმე კვირის წინ დაუჭირა. კანონის პროექტი 78 ხმით, 11-წინააღმდეგ მიიღეს.

ჯერ კიდევ მოქმედი კანონის გათვალისწინებით, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ მოსამართლის განჩინება იმ ვადით გაიცემა, რომელიც საჭიროა გამოძიების მიზნის მისაღწევად, მაგრამ არაუმეტეს ერთი თვისა. იმ შემთხვევაში, თუ ეს ვადა საკმარისი არ აღმოჩნდა, დასაშვებია მისი გაგრძელება პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, არაუმეტეს ორი თვისა. პროკურორის შუამდგომლობაში უნდა აისახოს ინფორმაცია დაწყებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მონაცემების შესახებ და მიეთითოს, გამოძიებისათვის საკმარისი მონაცემების მოპოვება რის გამო ვერ მოხერხდა. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა შეიძლება კიდევ ერთხელ, არაუმეტეს 3 თვისა გაგრძელდეს, გენერალური პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს