გრიგოლ გეგელია - ბრიუსელში "ლელოსა" და ყველა პროევროპელი ქართველის სახელით, ყველა პარტნიორს კიდევ ერთხელ გადავეცი, რომ არ უნდა დავუშვათ საქართველოს ევროპული პერსპექტივის მოსპობა

ევროპულ პარლამენტში არის სრული თანხმობა იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველი ერი იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატობას - არჩევანი მარტივია: ან რეფორმა და დეოლიგარქიზაცია, ან ევროპული კავშირის წევრობის შესაძლებლობა, - ამის შესახებ „ლელოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

"ევროპულ პარლამენტში არის სრული თანხმობა იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველი ერი იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატობას, თუმცა ამავე დროს არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა, რომ ამ გზაზე ვებერთელა წინაღობას წარმოადგენს ოლიგარქი ივანიშვილი და მისი რეჟიმი. არჩევანი მარტივია, ან რეფორმა და დეოლიგარქიზაცია, ან - ევროპული კავშირის წევრობის შესაძლებლობა.

"ლელოსა" და ყველა პროევროპელი ქართველის სახელით, საქართველოს ყველა ძირითად პარტნიორს კიდევ ერთხელ გადავეცი და გადავცემ მთავარ გზავნილს, რომ არ უნდა დავუშვათ საქართველოს ევროპული პერსპექტივის მოსპობა", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

„ლელოს“ ინფორმაციით, გრიგოლ გეგელია ევროპარლამენტარებს ანდრიუს კუბილიუსს („ევროპის სახალხო პარტია“), მარკეტა გრეგოროვას ("მწვანეები") და პეტრას აუსტრევიჩიუსს ("Renew Europe") შეხვდა.

შეხვედრებისას განიხილეს საქართველოს შანსები და პერსპექტივები ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების მოლოდინში, ისევე როგორც მიშელის შეთანხმების რეფორმების გატარების აუცილებლობა და ოპოზიციის სამოქმედო გეგმები.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს