დავით არახამია  - არ მიაქციოთ ყურადღება საქართველოს ხელისუფლების "ფეიკებს", პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის "ფეიკებს", რომელიც არასანდო ინფორმაციებს ერთი ოლიგარქის შეკვეთით ავრცელებს

უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, უკრაინული დელეგაციის მომლაპარაკებელი დავით არახამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის , ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებს ეხმაურება, რომ ,, ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი, რომელიც ევროპაში, ამერიკაში დაჟინებით ითხოვდა, რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი, იყო უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, ბატონი არახამია“.

არახამიას განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი ,,ფეიკებს“ ავრცელებს და ეს ყველაფერი ოლიგარქის შეკვეთით ხდება.

,,გამარჯობა საქართველო. ვავრცელებ ამ ვიდეოს, რათა გავამჟღავნო სიმართლე იმ ფეიკის შესახებ, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ავრცელებს. პარლამენტში გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ თითქოს არახამია ევროპასა და ამერიკაში ვიზიტებისას დაჟინებით ითხოვდა არ მიეღო საქართველოს კანდიდატის სტატუსი. პირველი - ევროპაში არახამია არ ყოფილა. მეორე - ამერიკაში იმყოფებოდა იმიტომ, რომ განევითარებინა ის კონცეფცია, რომ ივანიშვილი პრორუსული ორიენტაციის/გეგმის ოლიგარქია, რომელსაც ჰყავს მარიონეტული ხელისუფლება, რომელიც ქართველ ხალხს, რომელსაც ევროპა უნდა, ატყუებს” , - განაცხადა არახამიამ.

უკრაინელი პოლიტიკოსის განცხადებით, ბოლო მიტინგმა საქართველოში აჩვენა, რომ საქართველოს ევროპის ნაწილი სურს გახდეს და უკრაინის ხელისფულება ქართველ ხალხს დაემხარება, რომ ევროკავშირის წვერი გახდეს.

,,ბოლო მიტინგმა, რომელიც საქართველოში გაიმართა, აჩვენა, რომ ქართველები ევროპის ნაწილი არიან და საქართველოს სურს, ევროპის ნაწილი გახდეს. ჩვენ, როგორც უკრაინის ხელისუფლება, დავეხმარებით ქართველ ხალხს, ევროკავშირის წევრი გახდეს. არ მიაქციოთ ყურადღება საქართველოს მმართველი ხელისუფლების "ფეიკებს", პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის "ფეიკებს", რომელიც არასანდო ინფორმაციებს ერთი ოლიგარქის შეკვეთით ავრცელებს. დასანანია, რომ საქართველო, კეთილისმსურველი ადამიანები, რომელმაც ჩვენი დევნილები შეიფარეს და რომლის შვილები ჩვენს რიგებში იბრძვიან რუსების წინააღმდეგ, დღეს ოლიგარქის ტყვეები გახდნენ. ქართველებო, გამაგრდით, დარწმუნებული ვარ, რომ ევროპის გზაზე ჩვენ დიდი მომავალი გველის", - აცხადებს არახამია.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს