პრემიერი - რაც დღეს დესტრუქციული ძალის წარმომადგენლების მხრიდან ვიხილეთ, არის პოლარიზების გაღვივების, გამძაფრების, მცდელობა - როცა ასეთი ზღვარგადასული შეურაცხყოფა მოდის, სურვილი გიჩნდება სიმართლე დაუპირისპირო

პირველი რეკომენდაცია იყო პოლარიზაციის დასრულება, არა თუ შემცირება, არამედ დასრულება. ის, რაც დღეს ვიხილეთ დესტრუქციული ძალის წარმომადგენლების მხრიდან არის პოლარიზების გაღვივების, გამძაფრების, მცდელობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, წინა ხელისუფლებას არაფერი ევროპული არ სჭირდებოდა, მათ უნდოდათ დიქტატურა, ავტორიტარული რეჟიმი.

„პირველი რეკომენდაცია იყო პოლარიზაციის დასრულება, არა თუ შემცირება, არამედ დასრულება. ის, რაც დღეს ვიხილეთ დესტრუქციული ძალის წარმომადგენლების მხრიდან არის პოლარიზების გაღვივების, გამძაფრების, მცდელობა. როცა ასეთი ზღვარგადასული შეურაცხყოფა მოდის ოპონენტების მხრიდან სურვილი გიჩნდება ამ ყველაფერს სიმართლე დაუპირისპირო.

ჩვენ, ჩვენი ქმედებით უნდა ვაჩვენოთ, ვის გვსურს ქვეყნის განვითარება, გაძლიერება და ვის სურს ქვეყნის განვითარების შეფერხება. ბოლო 10 წელია მომსწრენი ვართ ამ დესტრუქციული ქმედებების. წარმოიდგინეთ, ამ პირობებში ჩვენ შედეგები, მართლაც ხელშესახებია.

მინდა კითხვა დავუსვა ჩვენს საზოგადოებას და ოპონენტებს - გამახსენეთ ერთი კონკრეტული ხელშესახები შედეგი, რომელიც ამ ძალამ მოუტანა ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე? ვინმეს გახსენდებათ? მე მახსენდება, შევარდნაძის დროს, როცა ევროსაბჭოს წევრი გახდა საქართველო. მახსენდება, როცა ისევ შევარდნაძის დროს გაკეთდა ოფიციალური განაცხადი ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე. მახსენდება, ძალიან ბევრი ანტიევროპული, ანტიდემოკრატიული, ანტიჰუმანური, ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, რომელსაც აღნიშნული ძალის წარმომადგენლები ყოველდღე სჩადიოდნენ, ქართველი და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. დღეს ეს ძალა მკაფიოდ ანტიჰუმანური, ანტიეროვნული ძალა ჩვენ გველაპარაკება და კითხვებს სვამენ ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. ჩვენ, ვინც ქვეყანას მოვუტანეთ ასოცირების შეთანხმება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს გაჭიანურდა - ამაზე რატომ არ აკეთებენ განმარტებას? იციან, რომ პასუხი არ აქვთ. ყველამ კარგად ვიცით, რომ მათ არაფერი ევროპული არ სჭირდებოდათ. მათ უნდოდათ ჩვეულებრივი კლასიკური დიქტატურა, ავტორიტარული რეჟიმი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა