პრემიერი - ნატოს წევრობა არ არის დამოკიდებული მხოლოდ ჩვენს ნება-სურვილზე - მეგობრებო, ვეღარ მოატყუებთ ქართველ ხალხს, MAP-ის მოცემა რომ აზეიმეთ წინასწარ და ვიხილეთ სასტიკი იმედგაცრუება

ნატოს წევრობა არ არის დამოკიდებული მხოლოდ ჩვენს ნება-სურვილზე, ეს არის დამოკიდებული ნატოს ყველა წევრის კონსენსუსზე და ეს გადაწყვეტილება მიიღება საერთო კონსენსუსის გზით და რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამაში ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ბარიერი არის ოკუპირებული ტერიტორიები ,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

პრემიერის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებმა რეზოლუციაზე ხელის მოწერით ოკუპაცია დააკანონეს.

“მივემგზავრები მადრიდში და მივიღებ მონაწილეობას ნატოს მადრიდის სამიტში, სადაც რა თქმა უნდა, ველით, რომ სათანადოდ იქნება ასახული ყველა ის პროგრესი და მიღწევა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ჩვენს ჯარს აქვს, ჩვენს ქვეყანას აქვს.

რაც შეეხება გაწევრიანების საკითხს, აქაც მინდა, რომ ძალიან მკაფიო ვიყოთ და არ დავიწყოთ ზედმეტი სპეკულაციები. კარგად მოგეხსენებათ, რომ ნატოს წევრობა არ არის დამოკიდებული მხოლოდ ჩვენს ნება-სურვილზე, ეს არის დამოკიდებული ნატოს ყველა წევრის კონსენსუსზე და ეს გადაწყვეტილება მიიღება საერთო კონსენსუსის გზით და რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამაში ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ბარიერი არის ოკუპირებული ტერიტორიები, ოკუპაცია.

ახლა არ მოეწონებათ ჩვენს ოპონენტებს, მაგრამ მე მინდა გავიხსენო, რომ 2007 წელს რუსეთის ბოლო ქვედანაყოფებმა დატოვა ჩვენი ქვეყანა, რუსული ჯარი საქართველოდან 2007 წელს გავიდა. 2008 წელს, მახსოვს ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი და ძალიან ბევრი ლიდერი გამოდიოდნენ და იძახდნენ, რომ რუსეთი არაფერ შუაში არ არის, ჩვენ გვაქვს საქმე ოსეთთან, კოდორს დაარქვეს ზემო აფხაზეთი და ა.შ. რამდენიმე დღეში დაიწყო ფართომასშტაბიანი ომი, რუსული ჯარი შემოვიდა საქართველოში. ომის დასრულების შემდეგ აქ რომ მეჯდა ვაჟბატონი, მეგის ქარდავას და დათა ახალაიას მეგობარი აკო მინაშვილი - ამ ვაჟბატონს აქვს ხელი მოწერილი კაპიტულანტურ რეზოლუციაზე, მაგიტომ ხტუნაობდა აქ ზედმეტს და მაგიტომ ჰქონდა ემოციური, არტისტული გამოსვლები. სად არის თქვენი პროტესტი? რეზოლუციაში პირდაპირ წერია, ბრალი დასდეთ სამხედროებს ომის დაწყებაში, ამაზე ხელი მოუწერეს სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებმა და შედეგად მივიღეთ დაკანონებული ოკუპაცია.

თქვენ თუ გინდათ, რომ ილუზიაში იცხოვროთ და ხალხს ატყუოთ, ხალხს ვერ მოატყუებთ, ვეღარ მოატყუებთ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ დღეს ხელისუფლებაში. ძალიან ბევრი ტელევიზიაა და ძალიან ბევრი გულანთებული ქართველი ხალხი იცავს იმ მონაპოვარს, რომელიც 2012 წლის პირველ ოქტომბერს მოიტანა „ქართულმა ოცნებამ“. ვეღარ მოატყუებთ მეგობრებო ქართველ ხალხს, MAP-ის მოცემა, რომ აზეიმეთ წინასწარ და მერე ვიხილეთ იმედგაცრუება, სასტიკი იმედგაცრუება“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერმა ასევე, იმ პოლიტიკოსების გვარები ჩამოთვალა, რომლებმაც 2008 წლის აგვისტოში საქართველოს საზღვარი დატოვა და აღნიშნა, რომ ოკუპაცია ბარიერია, თუმცა „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო ნატოს სრულუფლებიანი წევრი გახდეს.

„ახლა წაგიკითხავთ გვარებს რომ აღშფოთდით, ახლა უფრო აღშფოთდებით. დიმიტრი შაშკინი თავდაცვის მინისტრად დაინიშნა „ნაცმოძრაობის“ მმართველობის ბოლო პერიოდში, მან 7 აგვისტოს დატოვა საქართველო. თავდაცვის მინისტრად დანიშნეს შემდეგ ეს კაცი. აი, მიყურეთ ახლა და ასეა, 7 აგვისტოს დატოვა საქართველო, ჩამოვიდა 19 აგვისტოს ავსტრიიდან. ახლა თქვენი თავმჯდომარე, ვინ არის გამახსენეთ, კობა ნაყოფია ვინ არის? - პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, უფროსი ყოფილა ე.ი. . კობა ნაყოფიამ დატოვა საზღვარი 7 აგვისტოს და შემოვიდა 20 აგვისტოს. აღარ მინდა, მთელი სიაა, ამაზე გაკეთებული იყო მთელი გადაცემები სიუჟეტები და ბევრს მოგიწიათ თავის მართლება.

ჩვენ, ჩვენი ქვეყანა დღეს აკეთებს ყველაფერს, რომ ჩვენი ჯარი იყოს უკეთ მომზადებული, რომ ნატოსთან თავსებადობა გაიზარდოს, რომ გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვის ძალები და ა.შ. ყველა მიმართულებით ჩვენ ვართ ერთ-ერთი გამორჩეული ასპირანტი ქვეყანა. ჩვენი ოცნება არის, რომ რა თქმა უნდა ერთიანი, ძლიერი საქართველო გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი და რა ვერ გაიგეთ ჩემს ნათქვამში?- ბარიერი ნამდვილად არის, ეს ჩვენს ევროპელ და ნატოელ მეგობრებს უთქვამთ, რომ სანამ გაქვთ მიმდინარე ოკუპაცია და კონფლიქტი რუსეთთან, ეს არის ერთ-ერთი ბარიერი და ეს ბარიერი და მემკვიდრეობა დაგვახვედრეთ თქვენ. ჩვენ არ მოგვიგონია ეს და ჩვენ არ შეგვიქმნია“, - განაცხადა პრემიერმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო