ირაკლი ღარიბაშვილი - როცა 300 მოსამართლეს ირჩევენ, მთავრობას რა როლი გვაქვს? რას ითხოვთ ჩვენგან საერთოდ?

კეზერაშვილის საქმეები გამოძიებულიც არის, მისჯილიც აქვს დაუსწრებლად და დადასტურებული არის ზიანი, რომელიც მან მიაყენა თავდაცვის სამინისტროს, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის საქმეზე.

პრემიერ-მინისტრს კეზერაშვილთან დაკავშირებით კითხვა „მოქალაქეების“ ლიდერმა დაუსვა.

„თქვენ მკითხეთ კეზერაშვილზე, ბატონო ალეკო, მადლობა შეფასებისთვის, მე ამას ვაფასებ. როგორც ვიცი, კეზერაშვილის საქმეები გამოძიებულიც არის, მისჯილიც აქვს დაუსწრებლად და დადასტურებული არის ზიანი, რომელიც მან მიაყენა თავდაცვის სამინისტროს, ერთ-ერთ კონკრეტულ საქმეს ვგულისხმობ და არა ერთადერთს”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ასევე ისაუბრა, უზენაეს სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შესახებ. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობას არანაირი შეხება არ აქვს მოსამართლეებთან, რომლებსაც არც იცნობენ. „ჩვენ გვისაყვედურეს, რომ საქართველოს შეეჩერებინა უზენაეს სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეების დანიშვნები. მინდა მოგმართოთ კითხვით, როდესაც 300 მოსამართლეს ირჩევენ, ჩვენ, მთავრობას რა როლი გვაქვს საერთოდ? - ამ მოსამართლეების გვარებიც არ ვიცი. ეს 300 მოსამართლე, რომელიც მუშაობდა შევარდნაძის დროს, დაინიშნენ სააკაშვილის დროს, შეიძლება ახლა სხვებიც შეემატნენ, რა როლი აქვს მთავრობას და პარლამენტს, გარდა იმისა, რომ უზრუნველყოს ინსტიტუციების ეფექტური მუშაობა და არა შეაფერხონ ხელოვნურად, არ დავარღვიოთ კანონი და კონსტიტუცია, მათ შორის ხელისუფლების დანაწილების პრინციპი. რას ითხოვთ ჩვენგან საერთოდ?!“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო