პრემიერი ოპოზიციაზე -  ხალხს ატყუებენ, რომ ფანჯარა დაიკეტა - ფანჯარა თქვენთვის არის დაკეტილი, დიდი ხნით, სამუდამოდ

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ოპოზიცია ხალხს ატყუებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შესაძლებლობის ფანჯარა დაიკეტა.

მან წლიური მოხსენებისას ოპოზიციის წევრებს მიმართა, რომ მათი ფანჯარა „სამუდამოდ არის დაკეტილი“.

„რეალურად, რეკომენდაცია არის გაცემული. ანუ, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია. ახლა ესენი გამოდიან და ელაპარაკებიან ხალხს, რომ ფანჯარა... რა ფანჯარაზე მელაპარაკებით, ისტორიული გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ისტორიული ჩანაწერი გაჩნდა. მახსოვს თქვენს დროს ასოცირების შეთანხმებაც კი ვერ დაიწყეთ, გააჯანჯლეთ, 3 წელი იყო ჯახირი და შემდეგ, არათუ უვიზო რეჟიმი, არაფერზე იყო საუბარი, არც თავისუფალ ვაჭრობაზე, საერთოდ არაფერზე. მახსოვს ძალიან ცხარე დისკუსიები გვქონდა ჩემი პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს, როცა ჩვენ ვათანხმებდით ტექსტს ასოცირების შეთანხმებაში, მაშინ ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ „ევროპული“ ჩაწერილიყო ქვეყანასთან მიმართებით. ძალიან დიდი წინააღმდეგობა იყო და ბოლოს, დავითანხმე და ჩაიწერა აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფო. დღეს პირველად გეუბნებათ ხალხი, კარს გიღებთ ევროპაო, ამათ არ მოსწონთ და ხალხს ატყუებენ, რომ ფანჯარა დაიკეტა. ფანჯარა თქვენთვის არის დაკეტილი, დიდი ხნით, სამუდამოდ!“,-მიმართა ღარიბაშვილმა ოპოზიციას.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან