ირაკლი ღარიბაშვილი - „კასტილებიანი“ კაცი არის პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ სახე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „კასტილებიანი“ კაცი არის პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ სახე.

როგორც მან პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას აღნიშნა, „იმისთვის, რომ მიეღოთ საჭირო ჩვენება, გაჰყავდათ გაუბედურებული ადამიანები, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ამის კადრები კი ყველამ ნახა.

„კასტილებიანი“ კაცი არის ამ პარტიის სახე, ძალადობის, წამების, გაუპატიურების. „სკოჩებით“ აბამდნენ და ასე აწამებდნენ. თქვენ ხართ ევროპელები, ეს არის ევროპა? კი ეგაა ხომ?! მაგიტომ სხედხართ მანდ და ისხდებით დიდხანს! ანა წითლიძეს მივმართავ, მეგის ქარდავას მეგობარი ხართ თქვენ! მეგის ქარდავა, დათა ახალია და აკო მინაშვილი, ეს ადამიანები აკეთებდნენ ყველაფერს. რა ევროპულობაზე მელაპარაკებით და როგორ ბედავთ სიტყვა „ევროპის“ თქმას? ევროკავშირის დროშას ამოფარებული ადამიანები ხართ თქვენ. მეგის ქარდავამ რომ დაიჭიროს ევროკავშირის დროშა, ეგაა თქვენი სახე“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი ამ ნათქვამის პარალელურად რეპლიკა ანა წითლიძის მისამართით მმართველი გუნდის წევრს მიხეილ ყაველაშვილსაც ჰქონდა. მან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს მეგის ქარდავას მეგობრობა შეახსენა და უთხრა, რომ უკვირდა პოლიტიკაში დღეს როგორ იყო. ანა წითლიძისა და მიხეილ ყაველაშვილის სიტყვიერ შელაპარაკებას მთავრობის მეთაური ტრიბუნიდან გამოეხმაურა და მმართველი გუნდის დეპუტატს უთხრა - „ნუ მიბრაზებთ, მეგის ქარდავას დაქალს, ბატონო მიშა“.

„თქვენი ხელწერა არის წამება, მკვლელობა და ა.შ. თქვენ ვისი მსახური და მონა ხართ?!“- აღნიშნა პრემიერმა.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა