პრემიერი - როგორ ბედავთ და ახსენებთ ივანიშვილის გვარს თქვენ, გიორგი ვაშაძე? - ხართ სააკაშვილის დაქირავებული და პასუხი გაეცით ხალხს

საერთოდ როგორ ბედავთ და ახსენებთ ივანიშვილის გვარს თქვენ, გიორგი ვაშაძე?, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, რომელმაც დღეს მთავრობის მეთაურისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ „ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც დღეს საქართველოშია, არის ბიძინა ივანიშვილი.

ღარიბაშვილის თქმით, გიორგი ვაშაძეს არ გააჩნია იმის მტკიცებულება, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მთავარი პრობლემაა.

„რა გნებავთ, ვერ გავიგეთ, რას ითხოვთ? დეოლიგარქიზაციაზე საუბრობთ, თქვენ კარგად იცით ყველაფერი, რომ ეს არის ტყუილი. თქვენ ახსენებთ ბატონ ივანიშვილს და საერთოდ როგორ ბედავთ და ახსენებთ ივანიშვილის გვარს თქვენ, გიორგი ვაშაძე? რა კონტექსტი ახსენებთ და როგორ ბედავთ, რომ ამ ადამიანის გვარს ახსენებთ ისე, რომ არავითარი არგუმენტი გაქვთ, რომ ეს ადამიანი თურმე ყოფილა ევროპის მთავარი პრობლემა. რა ევროპა, ეს არის თქვენი და „ნაცების“ დასკვნა. დასკვნა კი არა, ეს არის მომზადებული უსამართლო რეზოლუცია, რომელიც თქვენი და თქვენ მიერ მოსყიდული ლობისტების მომზადებულია. თქვენც იქ ხართ. მეგონა, რომ გამოეყავით „ნაციონალურ მოძრაობას“, თურმე ხართ მუდმივი წევრი, ამიტომ თქვით, რომ არ ხართ ცალკე პარტია, ხართ სააკაშვილის დაქირავებული პარტია და პასუხი გაეცით ხალხს. რა დეოლიგარქიზაციაზე ლაპარაკობთ? თქვენგან არ მომისმენია არცერთი კრიტიკა. თქვენ თუ ამბობთ, რომ ხართ „ნაციონალური მოძრაობიდან“ გამოყოფილი, ჯანსაღი ახალი პარტია, გამოდით და გააკრიტიკეთ კეზერაშვილის კორუფციული და ოლიგარქიული ქმედებები. რატომ არ გამოდიხართ? თქვენ თუ სიმართლის მხარეს ხართ, გამოდით და ილაპარაკეთ სიმართლე. ტყუილების ლაპარაკს თავი დაანებეთ. სწორედ ივანიშვილმა და მისმა გუნდმა მოიტანა ასოცირების შეთანხმებაც, [ევროპასთან] თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ახლა ევროპული პერსპექტივა. ეს ელაპარაკეთ ხალხს, უფრო მეტად დაგაფასებენ. სიმართლე ილაპარაკეთ და ამას მიეჩვიეთ.

ამით თქვენ პოპულარობას ვერ შეიძენთ. თქვენ ფიქრობთ, რომ თუ გააკრიტიკებთ მთავრობას და ივანიშვილს გალანძღავთ, ამით რაღაცას მიიღებთ, მაგრამ ვერაფერს მიიღებთ. ბრუნდებით სააკაშვილის წიაღში და დაბრუნდით, ქალბატონი ანი [წითლიძე] იქნება ბედნიერი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს