ირაკლი ღარიბაშვილი - მადლობა ღმერთს, გონივრული პოლიტიკით შევძელით, რომ მთელს ევროპაში უპრეცედენტო, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს

მადლობა ღმერთს, ჩვენ ამ გონივრული პოლიტიკით შევძელით ის, რომ მთელს ევროპაში უპრეცედენტო, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის მოხსენებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის ფონზე, თუ მთავრობები ჩაერთვებიან უგუნურ, გაუგებარ პროვოკაციებში, ქვეყნები დაიღუპებიან და კიდევ უფრო გაღარიბდებიან.

„ასეთი გამოწვევა, ასეთი პრობლემა, მსოფლიოს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ჰქონია. მთელი მსოფლიო წესრიგი, წესებზე დამყარებული წესრიგი დიდ გამოწვევის წინაშე დადგა, რომელიც განაპირობა რუსეთის შეჭრამ, აგრესიამ და ომმა უკრაინაში. მთელს ევროპაში ფასები გაორმაგებული, გასამმაგებული, რიგ შემთხვევაში, გაოთხმაგებულიც არის, ინფლაცია არის მთელი მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. ლოჯისტიკაში პრობლემები, გადაზიდვაში პრობლემები, ფასები პროდუქტებზე, მათ შორის დავოსის ფორუმის ფარგლებში ერთ-ერთი მთავარი რაც მოვისმინე პროგნოზები და შეფასებები არის ის, რომ ღარიბი, უფრო მეტად მოწყვლადი ქვეყნები, ამ შემთხვევაში, აფრიკის ქვეყნებზე იყო უფრო მეტად აქცენტი გაკეთებული, კიდევ უფრო მეტად გაღარიბდებიან. ამ სიტუაციაში თუ მთავრობები არ იქნებიან მობილიზებული, არ მართავენ ეფექტურად ამ კრიზისს და ჩაერთვებიან რაღაც უგუნურ, გაუგებარ პროვოკაციებში, ქვეყნები დაიღუპებიან და კიდევ უფრო გაღარიბდებიან. მადლობა ღმერთს, ჩვენ ამ გონივრული პოლიტიკით შევძელით ის, რომ მთელს ევროპაში უპრეცედენტო, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს. ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ახალი ტვირთების მოზიდვას ჩვენს კორიდორში. უკრაინის ომმა აჩვენა, რომ დივერსიფიკაცია არის აუცილებელი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს