პროკურატურამ ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის პროფესიული ნიშნით დევნის გამო ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის პროფესიული ნიშნით, ძალადობის გამოყენებით დევნის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 ივნისს, ტელეკომპანია „პირველი“ - ს ოპერატორი მცირეწლოვან შვილებთან ერთად, ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის განხორციელების, კერძოდ, პირდაპირი ეთერში რესპოდენტის ჩართვის მიზნით, ბათუმში, 6 მაისის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

პირდაპირი ეთერის დაწყებამდე, ოპერატორმა ადგილზე განათავსა ტელეკომპანიის კუთვნილი ვიდეოკამერა, ხოლო მის მცირეწლოვან შვილს ხელში ეჭირატელეკომპანია „პირველი“-ს ლოგოს გამოსახულებიანი მიკროფონი.

რა დროსაც მათთან მივიდნენ ბრალდებულები, რომლებმაც უკმაყოფილება გამოხატეს ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტური საქმიანობის გამო, რაც გამოიხატა ტელეკომპანიის თანამშრომლის მისამართით სხვადასხვა სახის შეურაცხმყოფელი შეძახილით და გინებით.

სიტყვიერი შეურაცხყოფის პარალელურად, ბრალდებულებმა მრავალჯერადი დარტყმით ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ბრალდებულები 21 ივნისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დევნა, პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.

გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საქართველოს პროკურატურა ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის გამო დევნის და პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის ფაქტებზე მკაცრ სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას ატარებს.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები