ირაკლი ღარიბაშვილი - სამხედრო ქალაქი, ჯარის ქალაქი უკვე აშენებულია, იგივე პროგრამა დავიწყეთ მე და ვახტანგ გომელაურმა, ჩვენს გმირ პოლიციელებს ასევე ავუშენებთ ათას ბინიან პოლიციის ქალაქს

სამხედრო ქალაქი - ჯარის ქალაქი, უკვე აშენებულია, ჩვენ სექტემბერში თუ არა ოქტომბერში - წლის ბოლომდე გავხსნით ამ ქალაქს, ჩვენი გმირი ჯარისკაცებისთვის ავაშენეთ ათას საცხოვრებელ ბინიანი ქალაქი და ათას სამხედროს დაურიგდება აღნიშნული ბინები. იგივე პროგრამა დავიწყეთ მე და ბატონმა ვახტანგ გომელაურმა, ჩვენს გმირ პოლიციელებს ასევე ავუშენებთ ათას ბინიან პოლიციის ქალაქს - პრემიერ-მინისტრმა დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

"სამხედრო ქალაქი - ჯარის ქალაქი, უკვე აშენებულია, ჩვენ სექტემბერში თუ არა ოქტომბერში - წლის ბოლომდე გავხსნით ამ ქალაქს, ჩვენი გმირი ჯარისკაცებისთვის ავაშენეთ ათას საცხოვრებელ ბინიანი ქალაქი და ათას სამხედროს დაურიგდება აღნიშნული ბინები. იგივე პროგრამა დავიწყეთ მე და ბატონმა ვახტანგ გომელაურმა, ჩვენს გმირ პოლიციელებს ასევე ავუშენებთ ათას ბინიან პოლიციის ქალაქს, ახლა უკვე მიმდინარეობს რამდენიმე მშენებელ კომპანიასთან მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია და გვინდა, რომ სექტემბერში მაინც დავიწყოთ უკვე მშენებლობა, მანამდე პროექტირება და ა.შ. ამ პროცესს ძალიან მალე დავასრულებთ. საზოგადოებას შევახსენებ, რომ კვადრატული მეტრის ფართის ღირებულება არის 100 დოლარის ექვივალენტი, 100 დოლარის მხოლოდ, სამხედრო და პოლიციელი გადაიხდის მხოლოდ 100 დოლარს კვადრატულ მეტრში, დანარჩენს დაფარავს სრულად სახელმწიფო. ეს იქნება ჩვენი გამოხატულება ჩვენი პატივისცემის და დაფასების ჩვენი გმირი პოლიციელების და ჩვენი გმირი სამხედროების მიმართ და რაც მთავარია ეს პროცესი გაგრძელდება. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს ეს არ არის ერთჯერადი, ეს ვალდებულება ჩვენ ავიღეთ, იქნება მეორე ფაზა, მესამე და ასე შემდეგ, ეს უნდა იყოს განგრძობითი და მუდმივად უნდა ჰქონდეს ჩვენს სამხედროს, პოლიციელს მოტივაცია, რომ მათი გმირული საქმიანობა არის დაფასებული და ასეც იქნება” , - განაცხადა პრემიერმა.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა