ირაკლი ღარიბაშვილი - დღეის მდგომარეობით, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში  შეტანილი არის თითქმის 1 500 000 ადამიანი

1 500 000-ს ადამიანს შევუზღუდეთ ეს მავნე, მომაკვდინებელი თამაშები. ამან, რა თქმა უნდა, ჩვენს ოჯახებს, ჩვენს ქართველ ხალხს დაუზოგა თანხებიც,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, კომპანიებმა ბიუჯეტში გადასახადების სახით 110 მილიონი ლარი გადაიხადეს.

„პარლამენტმა ძლიერი მხარდაჭერა გამოუცხადა ჩვენს ამ ინიციატივას და შევცვალეთ კანონები, რაც გასაკეთებელი იყო გავაკეთეთ. 1 500 000-ს ადამიანს შევუზღუდეთ ეს მავნე, მომაკვდინებელი თამაშები. ამან, რა თქმა უნდა, ჩვენს ოჯახებს, ჩვენს ქართველ ხალხს დაუზოგა თანხებიც და ა.შ. იმ თანხებს სხვა რაღაცეებში მიმართავენ. იცით, რომ აზარტულ კომპანიებს გავუზარდეთ გადასახადები და მეტ გადასახადს იხდიან ბიუჯეტში. 110 მლნ ლარი არის შემოსავლები, რომელიც ბიუჯეტში გადაიხადეს ამ კომპანიებმა", - განაცხადა პრემიერმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს