რომან გოცირიძე - საშინელი გამოსვლა ჰქონდა ღარიბაშვილს, ოპოზიციამ  კიდევ თავი შეიკავა, რომ არ ჩამოეგდო ტრიბუნიდან - „ბოდიში რომ წამალი იყოს, აფთიაქში გაიყიდებოდა“

საშინელი გამოსვლა ჰქონდა, ოპოზიციამ კიდევ მეტად შეიკავა თავი, რომ არ ჩამოეგდო ტრიბუნიდან - ჩემს ბავშვობაში ასეთი გამოთქმა იყო, „ბოდიში რომ წამალი იყოს, აფთიაქში გაიყიდებოდა“, - ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი".

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებას ქართველი ხალხი არ აპატიებს ევროპული პერსპექტივის წართმევას.

„საშინელი გამოსვლა ჰქონდა, ოპოზიციამ კიდევ მეტად შეიკავა თავი, რომ არ ჩამოეგდო ტრიბუნიდან. არ მომისმენია, ბოდიში მოიხადა?! - ჩემს ბავშვობაში ასეთი გამოთქმა იყო, „ბოდიში რომ წამალი იყოს, აფთიაქში გაიყიდებოდა“. გაფუჭებულ საქმეს არ შველის მხოლოდ ბოდიში. ნაცვლად იმისა, რომ ყოფილიყო განცხადება, ითანამშრომლებენ ოპოზიციასთანო, კვლავ გააგრძელა თავისი ბრიყვული განცხადება. გვახსოვს, მისი ამოცანა იყო, „ნაციონალური მოძრაობის“ რადარებიდან გაქრობა. არავინ აპატიებს ევროპული პერსპექტივის წართმევას. სტატუსი თითქოს არაფერია, ასე უნდათ „გაასაღონ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

გოცირიძე ასევე გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებას და აღნიშნა, რომ როდესაც ხელისუფლებას ლანძღავს პრეზიდენტი, მან არსებულ ვითარებაზე საკუთარი როლის მნიშვნელობაც უნდა იგრძნოს.

„2x2 არის 4. მაინც ხომ მოუწევს სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალება. სალომე ზურაბიშვილმა დღეს საერთოდ დამარხა ხელისუფლება, მაგრამ როდესაც შენ აქეთ მარხავ, აგინებ და ლანძღავ მთავრობას, მაშინ საკუთარი როლიც უნდა იგრძნო“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა