შალვა შავგულიძე - კონსტიტუციაში ევროპული ინტეგრაციის შესახებ ჩანაწერი არასამთავრობო ორგანიზაციების იდეა იყო, ოპოზიცია მხარს უჭერდა, ირაკლი კობახიძე კი ეწინააღმდეგებოდა

პარლამენტის წევრის, შალვა შავგულიძის განცხადებით, კონსტიტუციის 78-ე მუხლში საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით ჩანაწერი არასამთავრობო ორგანიზაციების იდეა იყო, ოპოზიცია მხარს უჭერდა, ხოლო ირაკლი კობახიძე ეწინააღმდეგებოდა. ამის შესახებ შავგულიძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რითაც გამოეხმაურა და სიცრუე უწოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ 2017 წელს, მმართველი პარტიის ინიციატივით და უშუალოდ ირაკლი კობახიძის ჩართულობით გაჩნდა კონსტიტუციაში ჩანაწერი და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ორიენტირი განისაზღვრა.

„კონსტიტუციის 78-ე მუხლში ჩანაწერი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ჩვენი პოლიტიკური ძალის ინიციატივით გაჩნდაო, ჩვენი იყო ეს საკანონმდებლო ინიციატივა და ჩვენ შევიტანეთო, ამ შემთხვევაშიც არასწორს ბრძანებთ! პატივი მქონდა, საკონსტიტუციო კომისიის წევრი ვყოფილიყავი. ეს საკითხი დააყენეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მათი ინიციატივა იყო. ირაკლი კობახიძე ძალიან აქტიურად ეწინააღმდეგებოდა. მისი სიტყვები მახსოვს, რომ ასეთი ჩანაწერების ადგილი არ არის კონსტიტუციაშიო, სტენოგრამა შეგიძლიათ ამოიღოთ. მხოლოდ ძალიან დიდი ზეწოლის შედეგად მოხდა ამ ჩანაწერის შეტანა, ინიციატორი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია, მხარს ვუჭერდით ოპოზიცია“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა